ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ეს არის მთავარი ხაზი და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. აქ აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენ გვაქვს გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი ამ ქვეყანაში. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.