სამშაბათი, აპრილი 7, 2026

ილია დარჩიაშვილი – ანალენა ბერბოკის ვიზიტით საქართველოში ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და საქართველოსთვის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოსვლა, ახალი იმპულსის მომტანი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში.

„მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდება საქართველოში. გერმანია ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა ევროკავშირის და სწორედ საქართველოსთვის ამ ვიზით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, რადგან ანალენა ბერბოკის ჩამობრძანება რა თქმა უნდა, ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს წარმატებულ სვლაზე. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მნიშვნელივან წვლილს შეიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, თავად გერმანიასთან და ამ ქვეყნის მობილიზებასთან, როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ბერბოკის ვიზიტს საქართველოში. ვფიქრობ, მსგავსი ვიზიტები ძალიან აძლიერებს ქვეყანას, ქვეყნის მიმართულებით იზრდება ცნობადობა ქვეყნის, რომელიც ასე აქტიურად და წარმატებით აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, აშშ-ს ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია

აშშ და რუსეთი თუ ჩათვლიან, რომ მათ შორის სამშვიდობო სამიტია საჭირო, ბუდაპეშტი კვლავაც სიამოვნებით უმასპინძლებს ამ შეხვედრას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპული სტრატეგია ჩავარდა.„შეერთებულმა შტატებმა რადგან ამ ომს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, აშშ-ის ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ამიტომ როდესაც ამერიკელი და უნგრელი პოლიტიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, მათ არ შეუძლიათ, არ ისაუბრონ რუსეთ-უკრაინის ომზე“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის მდგომარეობა ახლა რთულია და ის მიიჩნევს, რომ ეს უკრაინელების დამსახურებაა. ორბანის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეტაპობრივად მოხსნის უკრაინის მიერ დაწესებულ ბლოკადას, რომელიც დაკავშირებულია ნავთობსადენ „დრუჟბასთან“.

ჯეი დი ვენსი – ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა

სასაცილოა, რომ ჩემს პრეზიდენტს პრორუსობაში ადანაშაულებენ, ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტი პრესკონფერენციისას განაცხადა.როგორც ვენსმა აღნიშნა, ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა.„სასაცილოა, რომ ადამიანები, მაგალითად, ჩემს პრეზიდენტს ადანაშაულებენ პრორუსობაში. ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში. ეს ასუსტებს რუსეთს, რადგან ჩვენ გვსურს, ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს ჰქონდეთ გონივრული ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა მათი მომხმარებლები ნაკლებს იხდიდნენ. ასევე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კონფლიქტი მოხდება, შეეძლოთ ჩვენზე და არა სხვა ქვეყანაზე დაყრდნობა ენერგიის მისაღებად. ამიტომ ჩემთვის ძალიან ირონიულია, რომ ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ადანაშაულებენ, არიან პირები, რომლებმაც თავიდანვე შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი ეკონომიკა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე ირანელები ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან იკრიბებიან.მედიის მიერ გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ იკრიბება ათობით ადამიანი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებთან. ირანელები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, აჰვაზში მდებარე თაღოვანი ხიდის გასწვრივ არიან შეკრებილი, კიდევ ერთ ფოტოსურათზე კი ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თეირანთან ახლოს, შაჰიდ რაჯაის ელექტროსადგურის წინ დგანან.ცნობისთვის, დღეს ირანის მთავრობამ სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს ელექტროსადგურების გარშემო შეკრებისკენ და ცოცხალი ჯაჭვის შეკვრისკენ მოუწოდა. ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.

საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს – დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებულ თავდასხმაში სამი პირი მონაწილეობდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.მისივე თქმით, შეტაკების დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.მუსტაფა ჩიფტჩი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა.„სამი პირი, რომლებიც სტამბოლში, Yapı Kredi Plaza-ს კომპლექსის წინ შეიარაღებულ პოლიციელებთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ,  ნეიტრალიზებულია. შეტაკების დროს ჩვენი ორი გმირი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.„ბიბისის“ ინფორმაციით, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.

ბოლო სიახლეები