ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

იაპონიის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

იაპონიაში, ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე პირველი მაეგაშირა ენდო იყო. ტოჩინოშინიმ სუმოსთვის უჩვეულო ილეთი გამოიყენა და მეტოქე ულამაზესი გდებით დაამარცხა.

მიმდინარე ბაშოზე ლევან გორგაძეს 6 ბრძოლის შემდეგ 4 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

ოსაკას სუპერტურნირს 6-დან 6 მოგებით იოკოძუნა კაკორიუ ლიდერობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ტარიფების დაკისრების ამჟამინდელი მეთოდი გაცილებით პირდაპირი და სწრაფია, მე ათ თვეში რვა ომი მოვაგვარე აშშ-ის პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებების საშუალებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებამ აშშ-ს მეტი სიკეთე და შედეგი მოუტანა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, მან ასევე დაასრულა რვა ომი ათ თვეში, რაც პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საშუალებით გააკეთა.„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს უცხო ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაგან ბევრი წლების განმავლობაში ჩვენი ერის უპირატესობებს იყენებდა, ტარიფების დაკისრების სხვა მეთოდებიც აქვს, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ტარიფების დაკისრების ამჟამინდელი მეთოდი გაცილებით პირდაპირი, ნაკლებად დამაბნეველი და გაცილებით სწრაფია, რაც ყველა ინგრედიენტს ქმნის ეროვნული უსაფრთხოების ძლიერი და გადამწყვეტი შედეგისთვის. სისწრაფე, ძალაუფლება და თავდაჯერება ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია სამუშაოს ხანგრძლივი და ტრიუმფალური გზით შესასრულებლად. მე ათ თვეში რვა ომი მოვაგვარე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ნათლად მინიჭებული უფლებების საშუალებით. თუ ქვეყნებს არ ეგონათ, რომ ეს უფლებები არსებობდა, ისინი ამას ხმამაღლა და ნათლად იტყოდნენ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში.

„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, ეს დიდი ზიანის მომტანია“ – მზექალა შანიძე „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

"ყოველგვარი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს!" - აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ საკუთარი შეფასება 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გააჟღერა, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ განათლების ახალ ხედვას ეძღვნებოდა. მისი შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ წარმოდგენილი რეფორმა არ ემყარება მეცნიერულ საფუძველს და არ შეესაბამება „დღევანდელ მოთხოვნებს“. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, დღეს წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის დამაკმაყოფილებელი, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნილებებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავითვალისწინოთ ის ღვაწლი და ტრადიციები, რომლებიც უმაღლესი განათლების ჩამოყალიბების დროს შეიქმნა ჩვენი უფროსი თაობის მიხედვით. ყველაფერი, რაც მის საწინააღმდეგოდ მიდის, ამან შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. განათლება არის სათუთი და რთული პრობლემა, მასთან არ შეიძლება რაღაცა სხვა მოსაზრებაზე დაყრდნობით ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!“, - თქვა აკადემიკოსმა.  

მიხეილ ყაველაშვილი – სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია, მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ეს პროცესები გვაძლიერებს, უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფოზე, თუმცა საქართველო უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ასეთ გამოწვევებს.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სპეციალურად არჩევენ ალეკო ელისაშვილის მსგავს ადამიანებს და შემდეგ ხდება მათი გაგმირება, როგორც ლაზარე გრიგორიადისისა და მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა.„სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია – ვინ არის გამკეთებელი, საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, პატრიოტი, სხვა გზას არ უტოვებენ და ეს საქციელი უნდა განახორციელოს – გაგმირება ისეთი პერსონაჟის, როგორიც იყო გრიგორიადისი, როგორც ხდება მზია ამაღლობელზე. მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს. ეს არის სპეციალურად განხორციელებული ქმედებები, რომ ნელ-ნელა უფრო დაშვებადი გახდეს ვინმესთვის ასეთი ქმედება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – მძიმე წონად ითვლება „ბიბისის“ გაშუქებული დეზინფორმაცია, ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი...

ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა, ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს რუსთაველზე მიმდინარე აქციების დასაშლელად სპეცრაზმმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.მიხეილ ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გაიხსენა, თითქოსდა სახელმწიფო მას აწამებდა და აღნიშნა, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი და სააკაშვილის ე.წ. წამების საქმე ერთი და იგივეა, რადგან ორივე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება.„მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა, მძიმე წონად ითვლება „ბიბისის“ ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ, როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედიასაშუალებით გაშუქდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი. როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედიასაშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათი მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, ხვალ, შეიძლება, ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

ბოლო სიახლეები