ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

თუშეთში მუდმივად მცხოვრებლებს 200 ლარით დაეხმარებიან

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური დახმარების ოდენობა 2018 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა და წელიწადში 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. ამის შესახებ Reginfo წერს.

დადგენილების თანახმად, მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები 30 ბენეფიციარი წელიწადში ორჯერ – ახალი წლისთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 100-100 ლარს მიიღებს.

ამ პირებისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, წელიწადში 100 ლარი იყო – 50-50 ლარი საახალწლოდ და სააღდგომოდ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი: „რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა გაჩნდა-ახალი შესაძლებლობებით კავკასიის ქვეყნები და საქართველოც ისარგებლებენ“

,,რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობაწლების განმავლობაში რეგიონს ეუბნებოდნენ, რომ ირანის მიმართ მუდმივი მტრობის გარეშე უსაფრთხოება შეუძლებელი იყო. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, შეიქმნა ალიანსები, დაიწყო პროქსი ომები, ხოლო მედია დღე და ღამე საუბრობდა „ირანის საფრთხეზე“.თუმცა დღეს, როდესაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მისი პირობები გახდა ცნობილი, ყველამ დაინახა, რომ ირანის განადგურება შეუძლებელია. ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის უფლებებიც მტკიცედ შენარჩუნებულია. ასევე ირანის განუყოფელი უფლებაა ჰყავდეს რეგიონული პარტნიორები და მოკავშირეები. ირანის სარაკეტო შესაძლებლობებიც რჩება ძალაში.ამ ვითარებაში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩნდება კითხვა:მაშ, რა ბედი ეწევა იმ ყველა ნარატივს?ისრაელი — რეჟიმი, რომელიც ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ღერძად ითვლებოდა, დღეს ტრამპის თვალში ნაკლებად მნიშვნელოვან და ამ სხეულზე ჩამოკიდებულ ორგანოდ გამოიყურება. რეჟიმი, რომელმაც თავისი რეგიონული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის შიშზე ააგო, ახლა ახალი რეალობის წინაშე დგას. რეალობის, სადაც ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანზიტი და რეგიონული თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ომი და კრიზისი.მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი — დასავლეთ აზიისა და კავკასიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ფართო სივრცე — დაიღალა ისრაელის მიერ თავსმოხვეული ომებით. როგორც ღია სამხედრო დაპირისპირებებით, ისე საინფორმაციო ომებით, როდესაც ისრაელთან დაკავშირებული მედია ევროპასა და ამერიკაში რეგიონის ქვეყნებს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს. ამ ქვეყნების მთავრობებსა და ხალხებს კი დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სურთ განვითარება, კეთილდღეობა და ერთმანეთთან თანამშრომლობა.ირანმაც, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა და გაღებული ფასისა, აჩვენა, რომ შეუძლია ერთდროულად მტკიცედ დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამავე დროს დიალოგის კარიც ღია დატოვოს.თუ ეს შეთანხმება მდგრად სტაბილურობას მოიტანს, მთავარი დამარცხებულები იქნებიან ისინი, ვინც მუდმივი კრიზისით სარგებლობდნენ, ხოლო ნამდვილი გამარჯვებულები რეგიონის სახელმწიფოები და ხალხები გახდებიან.ალბათ სწორედ ამიტომ დღეს რეგიონში ბევრი ადამიანი მრავლისმთქმელი ღიმილით ამბობს:„ეს არის რეგიონული თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა.“დადგა დრო, რომ რეგიონის ქვეყნებმა — სპარსეთის ყურიდან კავკასიამდე, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე — დამღლელი კონკურენციისა და დაძაბულობების ნაცვლად ყურადღება ეკონომიკურ, სატრანზიტო, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე გაამახვილონ.ბოლო წლების გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღწევს მდგრად განვითარებას ომისა და არასტაბილურობის გზით. ამ რეგიონის მომავალი არა განხეთქილებების გაღრმავებაში, არამედ ხალხთა დაახლოებაში, ვაჭრობის განვითარებაში, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობის ახალი ხიდების აშენებაშია.თუ ბოლო შეთანხმება ასეთი გზის საფუძველი გახდება, მისი სარგებელი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ერგება. სტაბილურობით, კეთილდღეობითა და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლებს მთელი რეგიონი, მათ შორის კავკასიის ქვეყნები და საქართველოც.ირანი ასევე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი მომავლის შექმნაში, რომელიც თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო განვითარებას ეფუძნება''-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის 2023 წლის პროექტის ფარგლებში გამართულ მე-4 საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში - „თანამშრომლობითი ციფრული მომავალი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უმაღლეს განათლებაში“, მიიღეს მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ღონისძიება თურქეთის ქალაქ ქუთაჰიაში, დუმლუპინარის უნივერსიტეტში გაიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნია ნათბელიძე; ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე; ასევე, სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პირველი კატეგორიის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ნანა ახალაია.საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო უმაღლესი განათლების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის, ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარების სესიები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას.

ნიკა გვარამია – ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რა არის ამაში გაუგებარი? ომი გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია

ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ. რა არის ამაში გაუგებარი? ამაზე საუბარი ყოველთვის იყო, მაგრამ ფანჯარა გაიხსნა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც, ასევე, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამია განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე“.ნიკა გვარამიას თქმით, დაჩქარებული გეოპოლიტიკური ძვრა მოხდა, რადგან ომი ყოველთვის და ყველგან გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია.„„ქართულმა ოცნებამ“ თუ ეს არ იცის, რასა იუკნევიჩიენეს პრობლემა არ არის“, – აღნიშნა გვარამიამ.რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ნიკა გვარამიას განცხადებით, „სანქციების შიშმა ივანიშვილს დიდი ხანია, წონასწორობა დააკარგვინა“.„თავიდან ჩემთვის ეს გასაკვირი იყო, ახლა კი აღარ მიკვირს. ინსტინქტები, თუ ტვინი არ ჰყოფნიდა, ხერხემალი მაინც კარნახობდა ხოლმე, რომ სწორი დასკვნები გამოეტანა. ახლა ძალიან შეშინებულია, მაგრამ სწორედ ამ შიშის გამო იღებს რადიკალურად არასწორ, დიამეტრალურად საპირისპირო გადაწყვეტილებებს. გონზე მოსვლა მას ჯერ კიდევ შეუძლია. ისეთი გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული, რომლებიც შეუქცევადი აღმოჩნდება, შემდეგ აღარ ექნება მნიშვნელობა, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უსმინოს საკუთარ ინტერესებს და არა მისი სასაცილო მარიონეტული მთავრობის ინტერესებს. ბუნებრივია, კობახიძეს სჭირდება ივანიშვილი აქ — იქნება დასანქცირებული, დასჯილი, თუ სხვა ფორმით დაზიანებული — რადგან ეს მათთვის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საშუალებაა. ივანიშვილი თუ ამისთვის წირავს საკუთარ თავს და ოჯახს, რომ კობახიძე პრემიერ-მინისტრი იყოს, მაშინ ვულოცავ“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გია ვოლსკი – სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებები მოულოდნელი არ არის, მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის ნაკლები ძალა გაიღო და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებები, თუნდაც იმპულსურად ვარცხნილობის შეცვლა და კიდევ ბევრი სხვა რამ, მოულოდნელი არ არის. ეს ყველამ იცის, ვინც მას იცნობს. დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში ვინ აჯობებს, ამ ნიშნით აკეთებს ახლა არჩევანს ორ ქალბატონს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ყოველთვის აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდა თავს. მის მიმართ გამოხატული პოზიცია, რომ ის არის შუქურა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, საკუთარ თავთან მიმართებით რეალობაში აქვს გააზრებული. ასეთი წარმოდგენა აქვს და სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის, მათ შორის, ექსტრემისტული პროცესების განვითარების დროს. მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის ნაკლები ძალა გაიღო და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს. დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში ვინ აჯობებს, სააკაშვილი ამ ნიშნით, რაკურსით აკეთებს არჩევანს ორ ქალბატონს შორის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“.

დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე შტატებისთვის

დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე აშშ-ისთვის.დემოკრატი სენატორების თქმით, არსებული შეთანხმება არ უზრუნველყოფს საკმარის სარგებელს აშშ-ის მოქალაქეებისთვის და აჩენს კითხვებს მისი ეფექტიანობის შესახებ. მათი თქმით, დოკუმენტი უფრო მეტად წარმოადგენს მომავალში შეთანხმების მიღწევის ჩარჩოს, ვიდრე კონკრეტულ და დაბალანსებულ შეთანხმებას.ამასთან, სენატორები აცხადებენ, რომ მემორანდუმი ირანს არ აძლევს საკმარის სტიმულს საბოლოო პირობებზე რეალური შეთანხმების მისაღწევად და შესაძლოა, პროცესის გაჭიანურებას შეუწყოს ხელი.„ვხედავ, როგორ იგებს ირანი ამ მემორანდუმით, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ ეხმარება ეს რომელიმე ამერიკულ ოჯახს. პრეზიდენტ ტრამპს არასდროს აუხსნია, რატომ ჩავერთეთ ამ ომში, მაგრამ ახლა უკვე აშკარაა, რა დიდი იყო მისი ფასი“, – განაცხადა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა.ამასთან, სენატორმა მარკ უორნერმა განაცხადა, რომ ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი გამარჯვებას გამოაცხადებს, რადგან ომი ამერიკელებისთვის დანაკარგების თვალსაზრისით კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის, რომ ეს არჩევითი ომი კატასტროფა იყო და ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე ვიყავით“, – განაცხადა უორნერმა.

ბოლო სიახლეები