პარასკევი, ნოემბერი 8, 2024

თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.
ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლატვიის პრემიერი – ვაფასებთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველომ დემოკრატიის დასაცავად მიიღო, ხალხი გადაწყვეტს, არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები

ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია და ბალტიის ქვეყნები. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მათი ანალიზი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. გუშინ შევიტყეთ მოლდოვის გამოცდილების შესახებ, რომ მათი არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ ძალიან რთულ ვითარებას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად, რადგან ეს ქართველი ხალხია, რომელიც გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია, ბალტიის ქვეყნები“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

ცესკო – დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა. სანტურიანის ინფორმაციით, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. მისივე თქმით, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. „მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს სამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა. სანტურიანის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს. ამასთან, ბრიფინგზე გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებითაც. „აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება. „ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. „დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება“, – განაცხადა პრემიერმა. მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია. კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.

ირაკლი კობახიძე – ბავშვებში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებში, არ შეიძლება, წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს მოხდეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. „ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, მაგალითად, სადაც ქალს შეუძლია, მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად, ან კაცი მივიდეს და გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება, მაგალითად, ეს კანონი. ვინმე თუ დამიმტკიცებს განსხვავებულს, ქალი რომ ხარ, შეგიძლია, მიხვიდე და ჩაეწერო კაცად და კაცი რომ ხარ, შეგიძლია, ჩაეწერო ქალად, მაშინ, კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, მე შემიძლია, ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი, მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი, როგორც ადამიანის რეგისტრაცია? ამ დონის აბსურდზეა საუბარი. კანონში საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში, არ შეიძლება, წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში. არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი. ვინმე თუ დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამ არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – გავითვალისწინეთ აშშ-დან, ევროკავშირიდან მოწოდება გამოძიებაზე, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა ზურაბიშვილს მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა უარს ამბობს

არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის უარს ამბობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა შარლ მიშელთან. „ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის, განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები