საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი.
ქართველთან ერთად აღნიშნულ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას კიდევ 8 კალათბურთელი აცხადებს. ესენი არიან: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), ნანდო დეკოლო (ცსკა), ბრედ ვანამაკერი (ფენერბაჰჩე), იან ვესელი (ფენერბაჰჩე), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), ალექსეი შვედი (ხიმკი), სერხიო როდრიგესი (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი).
9 კალათბურთელიდან ევროლიგის 16 გუნდის მწვრთნელი ხმას ერთ მათგანს აძლევს, თუმცა მათ შეუძლიათ სხვა კალათბურთელიც დაასახელონ. ამის შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო სპორტსმენი.
ამ სამი კალათბურთელიდან საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობას კი გულშემატკივართა ხმები გადაწყვეტს.