ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

 

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს”, რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.
ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები “მხედრიონს” დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ტრამპმა ევროპის ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი დაუსახელა – ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობა და უსაფრთხოების გარანტიები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ დაასახელა სამი მთავარი მესიჯი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაწოდა სამიტის წევრებს. ამის შესახებ კოშტამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კოშტას თქმით, ტრამპის დასახელებული სამი მთავარი მესჯი ასეთია: პირველი – ეს არის ცეცხლის შეწყვეტა; მეორე პუნქტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოყო აშშ-ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც არავის, უკრაინის გარდა, არ შეუძლია უკრაინის საქმეებზე მოლაპარაკებების წარმოება;„მესამე ელემენტი – შეერთებული შტატების მზაობა, ევროპასთან ერთად გაიზიაროს ძალისხმევა უსაფრთხოების პირობების გაძლიერებისთვის, როცა მიღწეული იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, – თქვა კოშტამ.მან იმედი გამოთქვა, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე ტრამპისა და პუტინს შორის სამიტის დროს მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და უკრაინაში მშვიდობისკენ გზის გახსნა.

ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება.„ტრამპმა ისაუბრა რაღაცებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მან თქვა, რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სწორედ ეს უნდა – ნატო არ მონაწილეობდეს. მაგრამ ამერიკა და სხვა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, უნდა დაეხმარონ უკრაინას“,-თქვა მაკრონმა.როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ონლაინ სამიტზე ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ თუ უკრაინა რომელიმე ტერიტორიას დათმობს, მაშინ მას სანაცვლოდ უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები უნდა მიეცეს.„ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელსაც ჩვენ ვიცავდით ბოლო რამდენიმე თვე. ამიტომაც შევქმენით ჩვენი კოალიცია – ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინის დასახმარებლად. ტრამპმა ზუსტად ეს თქვა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება იყო, რაც დღეს გავიგეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორდეზიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.რისმაგ გორდეზიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი. 2021 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო.

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში."დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო... მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით."დირბის ღვთისმშობლის" განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება.ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად. დირბის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით უშვილო წყვილებს.

ავტო ლიზინგი – მარტივი გზა ახალი ავტომობილის მისაღებად

დღეს, როდესაც ავტომობილი აუცილებელი გადაადგილების ნაწილია, ავტო ლიზინგი არის მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი ოცნების მანქანის მისაღებად. ეს ფინანსური სერვისი გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ ახალი ან მეორადი მანქანა მინიმალური საწყისი თანხით და გადაიხადოთ ეტაპობრივად, თქვენი ბიუჯეტის მიხედვით. რატომ ავირჩიოთ ავტო ლიზინგი? ავტო ლიზინგი პოპულარულია როგორც კერძო პირებში, ასევე კომპანიებში, რადგან მას აქვს რიგი უპირატესობები: დაბალი საწყისი შენატანი – არ არის საჭირო დიდი თანხის ერთიანად გადახდა.მოქნილი გადახდის გრაფიკი – შეგიძლიათ აირჩიოთ 12, 24 ან 36 თვიანი პერიოდი.სწრაფი დამტკიცება – განაცხადის განხილვა შეიძლება რამდენიმე საათში დასრულდეს.სურვილისამებრ ავტომობილის არჩევა – შეგიძლიათ აირჩიოთ სედანი, ჯიპი, ქროსოვერი, პიკაპი ან სხვა ტიპის მანქანა.ავტო ლიზინგი vs ავტო სესხი ბევრ ადამიანს აინტერესებს, რაში განსხვავდება ავტო ლიზინგი და ავტო სესხი. ავტო ლიზინგი – ავტომობილი თავდაპირველად ლიზინგის კომპანიის მფლობელობაშია და გადახდის დასრულების შემდეგ გადმოდის თქვენს სახელზე.ავტო სესხი – მანქანა თავიდანვე თქვენს სახელზე რეგისტრირდება, მაგრამ შეიძლება მოითხოვდეს უფრო დიდ საწყის შენატანს და მკაცრ კრედიტურ პირობებს.ლიზინგი ხშირად ჯობია მათთვის, ვინც სწრაფად და მინიმალური საწყისი თანხით სურს ავტომობილის მართვა. როგორ ხდება ავტო ლიზინგის მიღება? პროცესი მარტივია და მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს: ავტომობილის შერჩევა – ახალი თუ მეორადი, შიდა თუ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი.განაცხადის შევსება – ონლაინ ან ოფისში.დამტკიცება და ხელშეკრულება – პირობების დადასტურების შემდეგ მანქანას იმავე დღეს მიიღებთ.რა უპირატესობა აქვს ავტო ლიზინგს ბიზნესისთვის? კომპანიებისთვის ავტო ლიზინგი იდეალური გადაწყვეტაა, რადგან შეუძლიათ გაანაწილონ ავტომობილის ღირებულება და შეინარჩუნონ ფინანსური ლიკვიდობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაქსის კომპანიებისთვის, კურიერული სერვისებისთვის და სერვისული ჯგუფებისთვის. თუ გსურთ, რომ ახალი ავტომობილის შეძენა არ გახდეს დიდი ფინანსური ტვირთი, ეწვიეთ autocredit.ge და შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ავტო ლიზინგის შეთავაზება დღესვე.

ბოლო სიახლეები