ორშაბათი, მაისი 18, 2026

თინა ბოკუჩავა: „ოცნებამ“ საგარეო კურსთან მიმართებაში ფერი იცვალა და ზურგი აქცია ქართველი ხალხის ნებას – ეს პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ფერი იცვალა საგარეო კურსთან მიმართებაში, გააცრუა საქართველოს მოქალაქეების იმედი და ზურგი აქცია ქართველი ხალხის ნებას – ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში. ბოლო რამდენიმე თვის და წლის მოვლენებს თუ შევხედავთ, ნამდვილად რთულია თვალი არ გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ დღეს ყველაზე ცხადად ჩანს „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნების ფერის ცვალება. თუმცაღა ეს არის დიდხნიანი პროცესი, რომელიც უბრალოდ ახლა კიდევ უფრო თვალხილული გახდა ბევრი ადამიანისთვის და სწორედ ამიტომ გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე. მან მეტიც თქვა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები, მათ შორის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის სურვილთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანულ სამიტში, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, ბაქო მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.სამიტის ფარგლებში სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება

ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.„უმჯობესია მათ სწრაფად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება“, - აცხადებს ტრამპი.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - ქვეყნის სამხრეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიო-უჭოუს ოლქში იყო.სტიქიამ ცხრა საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, დაზიანებულია ათობით შენობა - ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ამ წუთებშიც, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ასობით მაშველი, მძიმე ტექნიკა და სპეციალური ძაღლები.მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.

აშშ-ში 17 მაისს ეროვნული ლოცვის დღეს აღნიშნავენ, ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ომის მდივანმა მიმართეს

აშშ-ში 17 მაისს ეროვნული ლოცვის დღეს აღნიშნავენ. „ამერიკა 250“-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ომის მდივანმა მიმართეს.დონალდ ტრამპმა შეკრებილ ხალხს მეფეთა პირველი წიგნის მეცხრე თავიდან მონაკვეთი წაუკითხა, ხოლო პიტ ჰეგსეტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ როგორც 250 წლის წინ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ლოცულობდა, დღესაც ისე ილოცონ.დონალდ ტრამპის ინიციატივით, ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად იკრიბებიან.

ბოლო სიახლეები