ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

თბილისსა და მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

თბილისსა და მინსკს შორის 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა მოაწერეს.

ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს.

დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება მომსახურების, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში. ასევე, მხარეები საინვესტიციო შეთავაზებებს გაცვლიან და ერთობლივ ბიზნესფორუმებს გაუწევენ ორგანიზებას.

თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, დაგეგმილია ურთიერთობების განვითარება ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს, ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია გამოცდილების გაზიარება საბინაო-კომუნალურ სფეროშიც.

თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა.გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიის, ტაილანდის, და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 96 მოქალაქე.მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.საპასუხოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები