ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025

თბილისის გენგეგმაზე სამუშაოდ სითი ინსტიტუტს ვადა 1 ივნისამდე მიეცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც 5 ეტაპიის ფარგლებში მომზადდა ჩვენთვის მისაღებია. მნიშვნელოვანია გეგმა იყოს ადვილად და სწრაფად შესრულებადი და ეს უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ პოლემიკას ამ თემასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს ამ დოკუმენტზე მუშაობა, “- თქვა კალაძემ.

მანამდე კი თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილია, თურქეთის სასტუმროში გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ქალი და მისი ორი შვილი გარდაიცვალნენ. ვარაუდობენ, რომ საკვებით მოიწამლნენ.მამა, ერთადერთი გადარჩენილი, ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროს, სადაც თურქულ-გერმანული ოჯახი იმყოფებოდა, ევაკუაცია ჩაუტარა, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი. მიმდინარეობს გამოძიება დედისა და ორი შვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.თურქული მედიის ცნობით, ოჯახი გერმანიიდან სტამბოლში დასასვენებლად გაემგზავრა.11 ნოემბერს ისინი ორთაკოიში იმყოფებოდნენ, სადაც ქუჩის გამყიდველისგან მიდიები იყიდეს და შემდეგ ტრადიციული კერძი - შემწვარი ცხვრის სუბპროდუქტები სანელებლებით, პურთან და გამომცხვარი კარტოფილის დიდ ულუფასთან ერთად მიირთვეს.სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ოჯახის ოთხივე წევრს გულისრევა და ღებინება დაეწყო. მშობლებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ბავშვების მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.13 ნოემბრის საღამოს დედამ ორივე ბავშვი სასტუმროს ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვა. სასწრაფო დახმარების სამსახურების სწრაფი ჩარევის მიუხედავად, ბავშვები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. დედა მეორე დღეს, 14 ნოემბერს, გარდაიცვალა, მდგომარეობის უეცარი და მძიმე გაუარესების შემდეგ.მამა კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება კრიტიკულ მდგომარეობაში. ამასობაში, იმავე სასტუმროში დარჩენილი კიდევ ორი ​​ტურისტი მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს.„ჩვენ მთელ სტამბოლში ვატარებთ შემოწმებას“, - განუცხადა X News Agency-ს რეგიონულმა ჯანდაცვის დირექტორმა აბდულა ემრე გიუნერმა და დასძინა, რომ მოწამვლის შემთხვევების ანომალიური ზრდა ჯერ არ დაფიქსირებულა.გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ სასტუმროს პირველ სართულზე ერთ-ერთი ოთახი ცოტა ხნის წინ პესტიციდებით იყო დამუშავებული.გაზეთ „ჰურიეთის“ ცნობით, პოლიციამ დააკავა სასტუმროს თანამშრომელი და ორი სურსათის უვნებლების კონტროლის სპეციალისტი, რითაც დაკავებულთა საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

შალვა პაპუაშვილი – გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაურბის.„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“, – წერს პაპუაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში დიდი ოდენობით ,,კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ,,კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, 150 გრამამდე ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ყავის შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს – მედია

კორუფციის ბრალდებით, დაკავებულია უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი - ადგილობრივი მედიის ცნობით, ალექსეი ჩერნიშოვს სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. სასამართლომ ყოფილ ჩინოვნიკს დაახლოებით მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა. მის გადახდამდე კი ჩერნიშოვი იზოლატორში რჩება.გამოძიების ვერსიით, ჩერნიშოვი კორუფციული სქემის მონაწილეებისგან თანხას იღებდა და შემდგომ მის ლეგალიზებას ახდენდა. თავად ექსპრემიერი ბრალდებებს უარყოფს.შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებენ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებიც, მათ შორის მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი თემურ მინდიჩი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია.

კაია კალასი – რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს, რუსეთი სურს, ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს

ეს დივერსიული აქტები, რომლებსაც რუსები ჩვენს ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქვეყნებში აწყობენ, უკიდურესად სერიოზულია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს.კალასმა საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები მოიშველია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ჩადენილ ჰიბრიდულ ინციდენტებს სახელი უნდა დაერქვას და „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორიზმად“ შეფასდეს.ამასთან, კაია კალასის თქმით, რუსეთს საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და სწორედ ამიტომ ქვეყნისთვის პასუხის გაცემის დროს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვან.„რუსეთი სურს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეშინოდეს და რეაგირება ძალიან ძლიერი თუ იქნება, ეს ხალხის შეშინებას გამოიწვევს. ასე რომ, წევრმა სახელმწიფოებმა ბალანსი უნდა იპოვონ,“ – აღნიშნა კალასმა.ცნობისთვის, ინციდენტი 16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის მაგისტრალზე მოხდა. პოლონეთში სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი დივერსიისა და ტერორისტული საფრთხის გამო ქვეყნის მთავრობამ კონკრეტულ რკინიგზის ხაზებზე ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის დაზვერვასთან.

ბოლო სიახლეები