შაბათი, თებერვალი 7, 2026

თამარ ჩუგოშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმები უნდა გააქტიურდეს

ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი Facebook-ის საკუთარ გერდზე წერს.

“ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმები გააქტიურდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის ირგვლივ გააკეთა.

მისივე განმარტებით, გაერომ გასულ წელსაც მიიღო მსგავსი რეზოლუცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელსაც მხარი დაუჭირა.

“როგორც იცით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აქვს დაშვება არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც შეუძლია ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელოს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მითუმეტეს, როდესაც სულ უფრო მწვავდება და მძიმდება ადამიანის უფლებების და განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმები გააქტიურდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაერომ გასულ წელსაც მიიღო მსგავსი რეზოლუცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელსაც მხარი დაუჭირა. ეს გულისხმობს იმას, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი დაუშვან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰქონდეს შეძლებლობა თავად ნახოს იქ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული პრობლემები. ასევე, პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ ევროსაბჭოსთან, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარიც დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროსაბჭოს და გაეროს უმაღლესი კომისრები საერთაშორისო დონეზე ყველაზე სანდო მონიტორები არიან უფლებების კუთხით და ისინი ვერ ახერხებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. ამიტომ საჭიროა, სხვადასხვა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ მათ და მისცენ შესაძლებლობა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ, შეაფასონ იქ არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუშიც და დოკუმენტის მიღებას მნიშვნელოვანი უწოდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ისაუბრეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების შესვლის საჭიროებაზე. თავის განცხადებაში ავსტრალიის დელეგაცია ასევე გამოეხმაურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩვენო უბნების გახსნას და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამომსვლელებმა მოუწოდეს საბჭოს წევრებს ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა – უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება – მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო – 38-ე და 39-ე სესიებზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ

კაცმანის სხვა პოდკასტში“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მერაბ შარიქაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.„არამორაგბე ვერასდროს ვიქნები“, „მაინც იგივენაირად მტკივა“, „ციხე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე დოპინგი“, „იმპულსური გადაწყვეტილებები  არ უნდა მიიღო“, „წაგება არ შემიძლია, წაგება იმდენად არ მიყვარს, რომ მაგის ხათრით მიყვარს მოგება“, – ამბობს მერაბ შარიქაძე გადაცემის ანონსში.

ტელეფონის სქროლვის მოყვარულებს ექიმი ახალი დაავადების შესახებ აფრთხილებს

სმარტფონის ნეკის სინდრომი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ტრავმად აფასებს, ზოგი კი მას ნამდვილ დაავადებას უწოდებს. ეს ხდება იმ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულები არიან სმარტფონის ხშირ სქროლვას, როცა ნეკა თითით ტელეფონი ქვემოდან უჭირავთ. შედეგად, თითი დეფორმირდება და ტკივილსაც კი იწყებს. რევმატოლოგმა განმარტა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უჩვეულო დაავადებამ.„რა თქმა უნდა, სმარტფონის ნეკის სინდრომი რეალურია. თუ არის ძლიერი და მუდმივი ერთფეროვანი მოძრაობები, ბუნებრივია, აქ შეიძლება განვითარდეს ცვლილებები მყესში. ისინი შეიძლება ამოტრიალდეს და იქ გამოჩნდეს ზოგიერთი კვანძი. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ტელეფონს ყოველდღე ერთი და იგივე თითით დაიჭერთ", - თვლის ექსპერტი.ექიმის აზრით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი დაავადება გამოჩნდეს. თუმცა, სმარტფონის ნეკი თითის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს უფრო საშიში, ვიდრე სხვა მსგავსი დაავადებები, როგორიცაა სტენოზური ლიგამენტიტი. ასეთი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ხელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრევენცია. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ქირურგია და ხელის ოპერაციები მარტივი ნამდვილად არ არის.„ამისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა დასაწყისისთვის შეგიძლიათ სცადეთ მყესების გასწორება და ანთების მოხსნა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თუ სახსრები დაზიანებულია“, - გვირჩევს რევმატოლოგი..

მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ...

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და „აფრთხილებს, რომ არ იქნებიან მშვიდად, ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს; პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი აღარ შეიძლება, იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. „როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი ჩინეთს“, – აღნიშნა რუბიომ.გარდა ამისა, განცხადების თანახმად, აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში.ასევე, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ყოველთვის ძლიერი პოზიციიდან წარმართავს.„რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ – ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე

ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი მზად არის, იმსჯელოს გამდიდრების დონეზე და სისუფთავეზე. ქვეყანა ასევე არ გამორიცხავს რეგიონული კონსორციუმის შექმნას.„როიტერის“ წყაროს თქმით, თეირანს მიაჩნია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „როგორც ჩანს, გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრების საკითხზე და გამოიჩინეს მოქნილობა თეირანის მოთხოვნების მიმართ“.ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. ინფორმირებული წყაროების ცნობით, არცერთმა მხარემ მნიშვნელოვნად არ შეცვალა თავისი საწყისი პოზიცია.მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი საერთოდ არ განხილულა.

ბოლო სიახლეები