ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორ შეფასებას უკეთებს ტრაქტატის მნიშშვნელობას.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიამ მრავალი საშინელი ქმედება განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, ქვეყანას უფრო გაუჭირდებოდა სამხრეთის ქვეყნებისგან გადარჩენა-რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება.

„გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა“, – წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ქართველების რაოდენობა 740 000-დან 2 მილიონამდე გაიზარდა და ამ რიცხვს გადააჭარბა კიდეც. ანალიტიკოსის სიტყვებით, ერეკლე მეფემ საქართველო გადაარჩინა „ფიზიკური წყვეტისგან“.

„ვინც არ იცის საქართველოს დემოგრაფიული ისტორია, მისთვის მარტივია ფაქტებზე საუბარი, მით უმეტეს, პოლიტიკური სტიგმების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო გადარჩა და ეს სწორედ რომ ასეა. ამას მოწმობს სტატისტიკური ციფრებიც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 5 მილიონიდან 740 000- მდე იყო დასული გამუდმებული ომებისა და გავრცელებული პანდემიის შედეგად. ხოლო ტრაქტატის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 2 მილიონს გადააჭარბა (წყარო: ანზორ თოთაძე -“საქართველოს დემოგრაფიული მომაცემები”). ასეთი სწრაფი მატება ბუნებრივი მატების და არა მოსახლეობის შევსების კუთხით, საქართველოს იატორიას არ ახსოვს. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”. სწორედ ასე გაქრა უამრავი უძველესი ერი სამყაროდან. ვისთვისაც ეს ციფრები ძვირფასი არ არის, მისთვის არც ქვეყანაა ძვირფასი, არც ეროვნება, რელიგია და არც ჩვენი გენოფონდი. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი საშინელი ქმედებები – გუბერნიად ქცეული ქვეყანა, კირით შეღებილი ეკლესიები, საქართველოდან გატანილი უამრავი საეკლესიო ქონება, ძვირფასეულობა და ბოლოს, სახელმწიფო ენის წართმევის მცდელობაც. ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, არავის ახსენდება მისი პოზიტიური შედეგებიც. ან იციან, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არ აძლევთ ამის თქმის უფლებას. ვინმეს უფიქრია, როგორ შეიქმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეპოქა – თერგდალეულები? კლასიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც მაშინ ევროპას კვებავდნენ თავიანთი აზროვნებით. არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველომ დიდად შეუწყო ხელი ევროპის, როგორც ფენომენის ჩამოაყალიბებას ხელოვნების, ეკონომიკის, არქიტექტურის, უფლებრივი დაცვისა თუ თანასწორობის საკითხებში. აღარაფერს ვსაუბრობთ ქრისტიანული სწავლების მიმართულებით. რომ არა სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ისევ დასავლეთის პირმშო იყო, საქართველოს ძლიერ იდენტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ ვერავინ გადაეღობებოდა. თუ ვინმემ დაგვადო ბროკილები, ეს საბჭოთა რევოლუცია იყო, რომლის სათავეც ევროპიდან მოდიოდა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია რუსულ იარლიყს გვაწებებს, ეს მათი ნარატივია, რომელსაც მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები მიყვებიან. ამ სტიგმის არავის ეშინია. თუ გვინდა სწორად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, ჯერ წარსული უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მომავალი. გეორგიევსკის ტრაქტატმა და ერეკლე მეფის პატრიოტულმა, გონივრულმა გადაწყვეტილებამ საქართველო სრული დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური განადგურებისგან გადაარჩინა. დიახ, ასევე ბევრჯერ ვიგემეთ რუსის ჩექმა, ჩაგვრა, ოკუპაცია, მაგრამ ამას მოვერიეთ და ბოლომდე გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ “სხვა გადაწყვეტილებით” მიღებულ შედეგს ვეღარავინ გამოასწორებდა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ბოლო სიახლეები