თამარ ჩიბურდანიძე: „არ ვიცით, ვინ არის ოპოზიციური პარტიების ხანუმა, მაგრამ ყოველდღე რომ სერიალებივით მათ „შეფიცვას” გვაყურებინებენ, ფაქტია”

Read Time:1 Minute, 0 Second

„ოპოზიცია „გამარჯვების ფორმულას” გვპირდებოდა და ხალხი ხედავს მხოლოდ „დამარცხების ფორმულას,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნო კონფიგურაციების ცვლილებებს ეხმიანება. თუმცა, როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ურეიტინგო პარტიები პატარა ქარიშხალს მაინც ვერ დაატრიალებენ.

სწორედ ამიტომაა, ჩიბურდანიძის აზრით, ოპოზიციის დამკვეთი ძალები დასავლეთიდან მათ ყოველდღიურად მითითებებს აძლევენ და ამით ცდილობენ სხვადასხვა ფორმით დაუპირისპირონ ხალხი ხელისუფლებას.

„გაყრის პერიოდი დასრულდა, დაიწყო პოლიტიკური ქორწინებების ეტაპი. არ ვიცით, ვინ არის ამ ოპოზიციური პარტიების ხანუმა, მაგრამ ყოველდღე რომ სერიალებივით მათ „შეფიცვას” გვაყურებინებენ, ფაქტია.

ძველი და ახალი ნაცები და ისინიც ძველი სახეებით; ძველი რესპუბლიკელები ძველ ნაცებთან; რუსული „დროა” და მათი ნაყოფი „გირჩი”; ძველი მესიჯებით, ძველი დაპირებებით და ძველი პოლიტიკით… ჯერ მხოლოდ ორი სერია ვნახეთ, წინ გვაქვს მესამე, მეოთხე და შესაძლოა მეხუთე სერიაც. ბუნებრივია, იგივე ვადაგასული პოლიტიკით.

ოპოზიცია „გამარჯვების ფორმულას” გვპირდებოდა და ხალხი ხედავს მხოლოდ „დამარცხების ფორმულას”. იმის მოლოდინი რომ ჰქონდეთ „ლელო” ან გახარია, ან კიდე სხვა ურეიტინგო პარტიები პატარა ქარიშხალს მაინც დაატრიალებენ, სხვაგვარად იფიქრებდნენ, მაგრამ „რაც ალხანა, ის ჩალხანა”. არცერთის იმედი რომ არა აქვთ დასავლეთში მათ დამკვეთებს, იმიტომ გზავნიან ყოველდღე პოლიტიკურ დეპეშებს უცხოეთიდან, ეგებ ამით მაინც დაუპირისპირონ ხალხი ხელისუფლებას, მაგრამ ესეც უშედეგოდ.

დღეს ერთადერთი საფიქრალი აქვთ ოპოზიციის პატრონებს, დიდხანს არ გაუგრძელდეთ ახლად შეუღლებულებს თაფლობის თვე, თორემ საარჩევნო მარათონი მათ გარეშე ჩაივლის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამჭვირვალობა აუცილებელია მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ – გია ვოლსკი
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალ სასწავლო წელს მკვეთრად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგით ხვდება