ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად არის დაკავებული, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით.

ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა.

„გავეცანით საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობას და ეს არის ოთხი წელი პირობითი და 10 000 ლარის ჯარიმა, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. ეს პირობები არის ამ ეტაპისთვის. შუამდგომლობის შეტანიდან 15-დღიანი ვადა აქვს სასამართლოს, რომ განიხილოს საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა. მან აღიარა, თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. გავეცანით საქმის მასალებს და მივიჩნიეთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და სტრატეგია, რაც, ამ შემთხვევაში, მისი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა, ამ გზას გავყოლოდით“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვოლმა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, სხდომის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის თქმით, მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მოთხოვნილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობის მთავარი საფუძველი თავად ღუდუშაურის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული პოზიციებია. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გააჟღერა დასკვნითი სიტყვა, რომლის მიხედვითაც მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში. ასევე წარდგენილ იქნა ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდების მხარემ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებებიდან, ბრალდებულთა დამოკიდებულებიდან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. ყველა ბრალდებულის მიმართ საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული. ღუდუშაურთან მიმართებით გათვალისწინებული იქნა მისი მხრიდან, მათ შორის გამოძიების ეტაპზე თანამშრომლობა და სასამართლოში გაკეთებული განცხადებები. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების – ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამტყუნებას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას“, – განმარტა პროკურორმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოთ ყოველდღე

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის განცხადებით, მარუს ნ კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც მისივე თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დათანხმდება.„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩვენ არ გვინდა აღიარება, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი, თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ მაინც...

"ჩვენ არ გვინდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში საუბრის დროს განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ "გაძიძგნეს" სააკაშვილის პარტია.მისივე თქმით, ოდიოზური ფიგურები ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს."პარტიებად რომ არის საქართველოში რეგისტრირებული, ისინი ყველა პარტიები არ არიან. "ლელო" არანაირი პარტია არ არის, მისი ერთი ლიდერი გაქცეულია, მეორე მძევლად არის საქართველოში. შესაბამისად, როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი პარტიის იმედი.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ ადამიანი გაქცეული არ იყოს, ხაზარაძისნაირი და პატრიარქის სამძიმარზე არ მისულიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის ეს უტყუარი ნიშნებია. გახარია რომ გაქცეულია, ასევე ყველამ იცის. "ნაცმოძრაობის" ლიდერი ციხეშია და მისი პარტია დაქუცმაცებულია და ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილი გააკეთოს კონსოლიდაცია.სინამდვილეში, მარტო ჩვენ დავრჩით პოლიტიკური პარტია. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, "ლელო" და "გახარიები" აღარც არიან პარტიები. რესურსები ნაკლები გვაქვს, სად ჩემი რესურსები და სად ხაზარაძის, ან მიშას რესურსები, მაგრამ პარტია რასაც ჰქვია, მარტო ჩვენ გვაქვს "ქართული ოცნების" გარდა ამ წუთებში. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ წაართვეს მიხეილ სააკაშვილს პარტია, გაძიძგნეს მისი პარტია.ჩვენ არ გვიდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება. ვხედავთ, რომ ოდიოზური ფიგურები, ვითომ ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაცურ" ელექტორატს. სანამ ეს ასე იქნება, არ მჯერა, რომ რამე გამოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სრულად უფასო იქნება…“ – მერიის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება

ჩვენ ოპოზიციისგან გამიჯნული ვართ და ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.შარაშიძის თქმით, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არასოდეს ექნება.„„ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები როდის გაერთიანდებიან, როდის დაიშლებიან, რა ესთეტიკით და რა ეთიკური სტანდარტით აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო, არც პრიორიტეტული. „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობა წითელი ხაზია მათი დამოკიდებულების გამო. ამ რეჟიმის დანაშაულების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ასევე მათი დამოკიდებულების გამო არჩევნების თაობაზე და 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. სწორედ ისინი არიან შემოქმედები. ამ ყველაფრით „ოცნება“ გააძლიერეს, ჩვენ კი ხელისუფლებას ვებრძვით საკმაოდ მწვავედ და, მათ შორის, პარლამენტში. ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები