ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს – გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!

ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ დახმარების ნაცვლად, რაც უკრაინამ საქართველოსგან მიიღო, პასუხად პროვოკაციებს, ცილისწამებასა და შანტაჟს აბრუნებს.

„აბა, გამოდით, ის „ძაან პრადვინუტები“, ვინც ღაღადებდით, მეორე ფრონტი მოგონილიაო. ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად. ჰოდა, უკრაინის ომის წლისთავზე, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ, ქართულმა საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, ლტოლვილები მიიღო და ყველაზე ჰუმანური პირობები შესთავაზა, 100-ზე მეტი რეზოლუცია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის (ოკუპანტის წინააღმდეგ) მოთხოვნა და უამრავი საერთაშორისო მხარდაჭერის ავტორობა თუ თანაავტორობა უზრუნველყო, ეს ნაძირალა, მაინც უკადრებელს კადრულობს!დააკვირდით ამის და ამის ნაძირალა ხელმძღვანელობის განცხადებებს, ყოველდღიურად – პროვოკაცია, ინსინუაციები, შანტაჟი, მუქარა, უაპელაციო ცილისწამება და ათასი სიბინძურე… დღეს, ომის წლისთავზე, კიდევ ერთი დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ ზელენსკისაგან, ამ ნაძირალას ხელით! არადა, ჩვენი საელჩო ალყაშემორტყმულ კიევში, ბომბების წვიმაშიც კი არ დახურულა უკრაინაში და ჩვენი ელჩი ბოლომდე თავგანწირვით ასრულებდა დიპლომატისა და ღირსეული ადამიანის მოვალეობას.ეს ნაძირალა კი, როგორც დიპლომატიურ „პრიკუპად“ მოავლინა ზელენსკიმ, ისეთივე ადამიანური „პრიკუპი“ ყოფილა. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს: გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!“. – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი,...

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.„ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?! მეორე ჯერზე, მირეკავს და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო." - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

სოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება,...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნანა ქადაგიშვილის მოსმენისას განცხადება გააკეთა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის პრეზიდენტის მიერ, მაგალითად ალექსანდრე მუხაძის, იგივე ქილერას ღირსების ორდენით დაჯილდოება, მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმის დროს მომხდარი საზარელი წამების ფაქტები არა ვინმეს თვითშემოქმედება, არამედ ხელისუფლების პოლიტიკა იყო.„მინდა ჩართვა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენენ.მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა მიხეილ სააკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა; 2012 წელს კი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მართლა ერთ - ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ვიღაც კილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა- ადამიანების წამება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნანა ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობა“ ჩემს მეუღლეს სთხოვდა, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და დაგვაფინანსეთო, უარზე გივი თარგამაძე გაბრაზდა და ალბათ ეს იყო დღე, როცა „შავ სიაში“...

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემს მეუღლეს სთხოვდა, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და დაგვაფინანსეთო, უარის გამო გივი თარგამაძე გაბრაზდა და ალბათ ეს იყო დღე, როცა „შავ სიაში“ შეგვიყვანეს, – ამის შესახებ ნანა ქადაგიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.ნანა ქადაგიშვილის თქმით, ეს ხდებოდა „ვარდების რევოლუციამდე“ დაახლოებით ორი-სამი თვით ადრე.„2000 წელს ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თვითონაც იქ წარმომადგენლად იყო. ვიდრე „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, მანამდე ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმომადგენელი და ითხოვეს მასთან შეხვედრა ბანკში. როდესაც მოვიდნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლადო. ჩემმა მეუღლემ მაშინვე უარი უთხრა, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკურ საქმეებში, სახელმწიფო საქმეებში ვერ ჩავერევი, არც კანონით მაქვს ამისი უფლება და მორალურადაც ვერ ვიზამ ამასო. გივი თარგამაძე იყო მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს იყო დღე, როცა მათ „შავ სიაში“ შეგვიყვანეს. ეს ხდებოდა „ვარდების რევოლუციამდე“ დაახლოებით ორი-სამი თვის წინ“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ნანა ქადაგიშვილს მიმართა: „ეს იყო 2003 წლის ადრე შემოდგომაზე? უკვე ვაპირებთ რევოლუციასო? მან წინასწარ იცოდა და სიტყვა რევოლუცია გამოიყენა?, რაზეც ქადაგიშვილმა უპასუხა:„რა თქმა უნდა, ეს არც დაუმალავს ჩემს მეუღლესთან“.ამასთან, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნანა ქადაგიშვილმა გაიხსენა პერიოდი, რა ხდებოდა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ.„რევოლუციის შემდეგ ახალი მოსული არიან ხელისუფლებაში, გვიკავშირდება დათო სააკაშვილის წარმომადგენელი და გვეუბნება, უნდა დაითხოვოთ თქვენი იურისტები და ჩემი იურისტებით შემოვიდეთო. დათო სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ძმა, რომელსაც იურიდიული ფირმა ჰქონდა. დათო სააკაშვილსაც უარი უთხრა ჩემმა მეუღლემ, ოთხი იურისტი ჰყავდა და ისეთი დიდი ბანკი არ იყო, რომ ვერ გაწვდენოდნენ საქმეს. შემდეგ მიხვდა ჩემი მეუღლე, რომ შემოტევითი, იძულებითი ქმედებები იყო, არ ეშვებოდნენ და ბოლო ბოლო, შემოვიდნენ“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.როგორც ნანა ქადაგიშვილმა განმარტა, გივი თარგამაძესთან შეხვედრისას მის მეუღლეს ბანკში თანამდებობა არ ჰქონდა და შემდეგ შეიძინა წილები.„ჩემი მეუღლე, ამირან ქადაგიშვილი უცხოელი ინვესტორების წარმომადგენელი იყო. მას თანამდებობა არ ჰქონდა, შემდეგ შეიძინა აქციები. გივი თარგამაძე როცა მივიდა, მაშინ წილი არც ჰქონდა ბანკში“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.ნანა ქადაგიშვილს თეა წულუკიანმა მიმართა: აბა, რომელი ბიზნესის ხარჯზე დაგვაფინანსე რევოლუციისთვისო? ინვესტორები, რომელიც შემოგყავს, მათი ფული ჩვენს რევოლუციას მოახმარეო?, რაზეც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დიახ. უცხოელების ხარჯზე უნდა დაგვაფინანსოო.

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის სასტიკ, გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან, რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს

უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.ელჩის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ.„ძალიან მადლიერი ვარ პოლონეთის საელჩოსი, პოლონეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ასევე უკრაინის საელჩოს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ყველასკენაა მიმართული. ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. როგორც ვიცით, საქართველოს 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასე რომ, ეს არის ექსპერტების შეხვედრა და დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს ამ შეხვედრაში, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ“, – განაცხადა ელჩმა.ჰერჩინსკის განცხადებით, რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია.„რაც ვისწავლეთ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ. რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია. რუსეთის ქმედებები, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ – სასტიკი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი აგრესია, ასევე სხვა ჰიბრიდული ქმედებები მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, სათანადო პასუხს საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ მტკიცე და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი – პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები

ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, როგორც მანამდე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ელჩის თქმით, ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია, არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ელჩმა.

ბოლო სიახლეები