ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ზურაბ აბაშიძე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა, მათთან რაიონის განვითარების პერსპექტივები განიხილა და ამ მიმართულებით  დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.

შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოსწევრობის კანდიდატებმა – გიგა ახვლედიანმა, ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემ მიიღეს.

ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს გამორჩეული ახალი თაობა განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებს თვითრეალიზებისა და განვითარების საშუალება მიეცეთ.

“იმ ენერგიასა და შემართებას, რაც თქვენ გაქვთ, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება და ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდების შესაძლებლობები რაიონის განვითარების მთავარი საფუძველი გავხადოთ.

მაქსიმალურად მხარს დავუჭერ თითოეული თქვენგანის პიროვნულ განვითარებას და, თქვენი მხარდაჭერით, ვიზრუნებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებაზე. ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანიის მიღმა, მიგულეთ თქვენს გვერდით. მე პირადად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად შევეცდები ხელი შევუწყო თქვენი წამოწყებების,  ინიციატივებისა და მიზნების განხორციელებას.” – მიმართა ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობა ორიენტირებულია პროგრესზე, რაც აუცილებელია როგორც ქალაქის, ასევე, ქვეყნის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: რაიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა  და მათთვის დამატებითი სივრცეების მოწყობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.დღეს წასაკითხი ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი:ტროპარი მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

ბოლო სიახლეები