“ ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში მიმდინაროებს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“. კონფერენციაში მონაწილოებას იღებს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლიის საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც კონფერენციაზე სპეციალური მოხსენება წაიკითხა. მისი აზრით ამ ორ დიდი სამყაროს – ქრისტიანული და მუსულმანურის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია „კონსტრუქციული პოლიტიური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რომ ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს. გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა დავეყრდნოთ პირველ და უმთავრეს პრინციპს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, – პლანეტა დედამიწა და მისთვის ზიანის მიყენება გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით, ისევ ჩვენ გვაზარალებს. უნდა დამთავრდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ეთნიკური ნიშნით მსოფლიოს ყველა რეგიონში. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე, რამდენიმე რელიგია იყრის თავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულწრფელი სურვილის შემთხვევაში – ამისათვის მარტივი ფორმულა არსებობს: ერთმანეთში დავინახოთ საკუთარი თავი და სხვას ვუსურვოთ მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდით.“ ის მოხსენებაში შეეხო იმ მთავარ მსგავსებებს რაც ქრისტიანს მუსულმანისაგან არ განასხვავებს: „ადამიანებს, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. ერთნაირად უყვართ თავისი მშობლები, შვილები, მეგობრები, ერთნაირად ახარებთ მათი წარმატება, ერთნაირად სურთ მათთვის მშვიდობა და ბედნიერი მომავალი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ ასეთივე ადამიანი მის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეში და იყვნენ შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მათ რელიგია და ასწავლოს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება. ეს არის პირველი კონცეპტუალური კორექცია, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა“.