სამშაბათი, ივნისი 23, 2026

ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო – რატი იონათამიშვილი პროკურორობის კანდიდატებზე

ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ საპროკურორო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვფიქრობ, პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო. საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გასაუბრებისთვის ედევნებინა თვალი პირდაპირი ეთერის რეჟიმში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ არის საკმაოდ საინტერესო და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის პირველი ეტაპი შედგა. ხვალ საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვაში მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ასევე გადამდგარია სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობაც.ლიეტუვის მე-20 მთავრობამ 23 ივნისს ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც მინისტრებმა ერთხმად დაამტკიცეს გადადგომის შესახებ რეზოლუცია.„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საამაყო. თითოეულმა თქვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობასა და ჩვენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გადავდგეთ თანამდებობიდან და მთავრობის უფლებამოსილებები რესპუბლიკის პრეზიდენტს დავუბრუნოთ“, – განუცხადა რუგინიენემ თავის მინისტრებს.მან უარყო მოსაზრება, თითქოს საკუთარი პარტიის მსხვერპლი გახდა და განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი ნორმალური პოლიტიკური პროცესია.მიმდინარე საპარლამენტო ვადის განმავლობაში, ეს ლიეტუვაში მთავრობის ვადამდელი შეცვლის მეორე შემთხვევაა.

გურამ მაჭარაშვილი – დაპირისპირება და ქვეყნის ღალატი „ნაცმოძრაობის“ ბუნებაა, საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, მათი ქმედებები კრიმინალში რომ არ გადაიზარდოს

პარტიული დემოკრატია, როცა სააკაშვილმა ერთი ტაშის დაკვრით მათივე წესებით არჩეულ პარტიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ გათავისუფლებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, მეორე თავმჯდომარედ ჯერ არ დაუნიშნავს და უკვე აკრიტიკებს.„საქმე ისე მიდის, შეიძლება, ეს ხალხი ჩვენი გასაშველებელი გახდეს, რომ მათი ქმედებები კრიმინალში არ გადაიზარდოს. სააკაშვილი თავის თავს ხან ნელსონ მანდელას ადარებს, ხან დავით აღმაშენებელს, ხან გიორგი მე-12-ს. საპყრობილეში ასეთი აზრები ადამიანებს მოსდით, რადგან საქმე არაფერი აქვთ. სააკაშვილის მსგავს ადამიანს განდიდების მანია ყოველთვის ექნება. მისი ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, ვისთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნის. შემდეგ ამბავი ატყდება, ნანული იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ თინიკო. შემდეგ ისინი ბელადის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს შეთავაზება აქვთ? ევროკავშირის ელჩი ამ პარტიაზე ამბობდა, პროევროპული პარტია არისო? კითხვებს უპასუხონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას

ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიკისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მოქალაქეებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას

მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილი – ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური...

მინდა, ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ, მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო. მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა, რეალურად, ერთი ხმა კი არა, ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, სურს, ყველას შეახსენოს, „რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“.„კი, მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ, ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ, რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე? რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) – ჩემო ეკა, იცი, რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ, ვიდრე ზოგიერთ სხვას.ამ თემაში ჩვენი არაკეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან, პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა, ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ჰოდა, თუ არ იღებთ, ესე იგი, ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.იმათაც მინდა, ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა), მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.მაგალითად, მე მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა, რომ ციხეში არიან. ჰოდა, რა ვიცი, მინდოდა, ყველასთვის შემეხსენებინა, რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ასე შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები