ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით- შალვა პაპუაშვილი

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველმა ძალამ აღნიშნულ პროპაგანდას თაავიდანვე დაარქვა სახელი.

“შეიძლება ვთქვათ, რომ რამდენიმე დეპუტატს მე კლასის დამრიგებელში ვეშლები და მთხოვენ, ადამიანების გადასმას სხვა ადგილზე.  ვფიქრობ, ამის უკან უფრო სხვა, სერიოზული მომენტია – ის მომენტი, რასაც ჩვენ ბოლომ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ. კამპანია, რომელიც ადამიანის გამიჯვნას ნიშნავს- სეგრეგაცია განა სხვა რამე იყო?! როდესაც ცალკეულ ქვეყანაში 20-ე საუკუნეში ვიცოდით, რომ ზოგს კაფეში არ უშვებდნენ, ან იმ ადგილას არ ჯდებოდნენ, სადაც ისინი იყვნენ, ავტობუსში სხვაგან სვამდნენ და ა.შ – არ უნდა იყოს იმ სივრცეში, სადაც არის სხვა.

ჩვენ ვნახეთ ამისკენ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით. როდესაც პირდაპირ ითქვა და მხიარულებით აზიარებდა ყველა და უერთდებიან სახალხო დამცველს ამ მოწოდებაში, ხელი არ ჩამოართვა, არ დადგე იქ, სადაც ისინი არიან, ხმა არ გასცე და ა.შ. ეს სინამდვილეში ამის გამოძახილია. ეს თუ თავიდანვე ჩვენ არ დაგმეთ, არ გავემიჯნეთ და თავშივე არ დავარქვით საკუთარი სახელი, ეს გაჯდება შემდეგ უფრო საზოგადოების დიდ წრეში. ეს არის საზოგადოების გამიჯვნა, გარიყვა, ის, რისკენაც მოგვიწოდებდნენ  ადამიანების ეს ჯგუფი,”-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.შსს-ს ცნობით, დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – 2003 წლის შემდეგ საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას

2003 წლის შემდეგ საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას, რაც სკანდინავიაში და ჰოლანდიაში გააკეთეს 70-იან წლებში. შემოვიღეთ წესი, რომ ტელევიზიებით ყველა უცხოური ფილმი უნდა გასულიყო არა დადებული ხმით, არამედ ორიგინალის ენით და ქართული სუბტიტრებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ამ წესის აღსრულება მკაცრად კონტროლდებოდა შესაბამისი თანამშრომლების მიერ.სააკაშვილი ასევე წერს, რომ სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მან ვერ დაასრულა.„ამ მიდგომის შედეგად სკანდინავები და ჰოლანდიელები თავისუფლად საუბრობდნენ ინგლისურად, განსხვავებით დანარჩენი ევროპისგან, სადაც ფილმები გადიოდა დადებული ხმით. შემდეგ, ჩამომყავდა წელიწადში ორი ათასი ამერიკელი მასწავლებელი. ვემზადებოდით ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც სამედიცინო საინჟინრო, არქიტექტორული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დაავალდებულებდა დიპლომის ინგლისურად დაცვას. ივანიშვილმა დახურა ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და გააუქმა ტელევიზიების ვალდებულებები ინგლისური ენის მხარდაჭერის. მას არაფერში სჭირდება, რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუმცა ამასობაში წამოგვეწია ტექნოლოგიური რევოლუცია. სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მე ვერ დავასრულე. ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მაქსიმალურად ალაპარაკდნენ ინგლისურად. ამას ვატყობ ჩემი შვილების, ნიკუშას და ალისას მაგალითზე – ორივესთვის ბავშვობიდან ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. ამის პარალელურად, ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს. ისინი სახლში კი საუბრობენ ქართულად, მაგრამ განზოგადებულ თემებზე არჩევენ ინგლისურს. კარგია ეს თუ ცუდი? ერთი მხრივ, ძალიან კარგი – თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ მსოფლიოში, მაგრამ, ამავე დროს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული, რომელიც ჩვენი უმთავრესი იდენტობაა. ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამ კონტექსტში ვჯდებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ასევე, საქართველო მიესალმება მნიშვნელოვნად გაზრდილი ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს.გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე“,- წერს „მრწამსი მართლმადიდებლური გვერდი“.

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა - ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

ბოლო სიახლეები