სამშაბათი, მაისი 6, 2025

ვლადიმერ ბოჟაძე – „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, გამოწვევებს გაუმკლავდეს

„ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება, ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს აირჩევს.

„რაიონული კონფერენციები უკვე დასრულდა, პარტიული ყრილობა 13:00 საათზე იქნება. პარტია ახალ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს აირჩევს. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი თავმჯდომარე სჭირდება. ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებს, იმ გამოწვევებს მტკიცედ გაუმკლავდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

7 მაისი კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის დაბადების დღეა

დღეს ცნობილი კომპოზიტორი, მარიკა კვალიაშვილი დაიბადა.კომპოზიტორი და პედაგოგი მარიკა კვალიაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მაისს თბილისში. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო). 1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას; თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები; 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია. მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი. 

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი. 

მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს.“MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი.ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”."აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები:ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი),კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი),ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე),ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი),ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი),პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი),მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი),სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი).საკანონმდებლო:შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის სპიკერი),ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე),მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი),ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული ახრი PosTV-ის მფლობელი),დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი) ,თეა წულუკიანი (პარლამენტარი).სასამართლო:მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) ,შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე).საკვანძო ინსტიტუტები:გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი),კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი),გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე),გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი),რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური),ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი).ბიზნესი:უჩა მამაცაშვილი,ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი,ალექსანდრე ივანიშვილი,ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე,ნოშრევან ნამორაძე.პროპაგანდა:ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი),ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი),ვასილ მაღლაფერიძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი) ,კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც უილსონი აქვეყნებს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას ისაუბრა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ს შეატყობინეს, რომ წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ თავდასხმებს შეწყვეტენ.ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტებმა“, სავარაუდოდ, განაცხადეს, რომ „აღარ სურთ ომი“ და ვაშინგტონი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას.„ჩვენ შევწყვეტთ დაბომბვებს. ისინი დანებდნენ. ჩვენ დავუჯერებთ მათ სიტყვას, რომ აღარ ააფეთქებენ გემებს და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ისინი თუ შეჩერდებიან, აშშ-ც შეჩერდება“.

ბოლო სიახლეები