შაბათი, მაისი 10, 2025

ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა.

მისი თქმით, დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ

„მიუხედავად იმისა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაინც ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც ვარწმუნებდი მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმში, ჩოხატაურში… სადაც ჩავედით და მის მხარდასაჭერად დარბაზები გადავჭედეთ… ბოდიში! პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა აროგანტული, უსაფუძვლოდ ამპარტავანი, უმადური ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გადაუდგა!

დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. ქართველმა ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია, უცხო ქვეყნების ძალებმა კი, ოპოზიციის ლიდერად დანიშნეს. აღიარებამაც არ დააყოვნა მქუხარე ტაში ნაცმოძრაობისგან და მადლობა გახარიასგან.
ღალატსაც ვერ ვარქმევ… არის კი საქართველო მისი სამშობლო…?“- წერს ვატო შაქარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები – ირაკლი მეზურნიშვილი

ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკა."ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

რევაზ სოხაძე – ქვეყნის ისტორიაში არასდროს ყოფილა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასეთი მასშტაბი, როგორც ,,ქართული ოცნების” მართველობის პერიოდშია

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი, როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.„საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება“, – აღნიშნა მინისტრმა.ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობაც. დაგეგმილია კიდევ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ის, მის გუნდთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს…“ – პოლონეთში ქართველები დააკავეს

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.დაკავებულებს ბრალად ედებათ, ავტომობილიდან 60 000 ზლოტის მოპარვა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის და 29 წლის საქართველოს მოქალაქეები.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იაგო ხვიჩია – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიმდინარეობს

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.`მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში”, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება” ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა, ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა ხვიჩიამ.ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ” მიიღოს მონაწილეობა და ასევე, გახარიამაც“.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება მათ გარდა არავის არ უნდა.„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება, სისულელით აიხსნას, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს მარტო სისულელით ახსნადი ამბავია და ფიქრობს, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში ხელისუფლებისა და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის, რომ ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერის და დიდი ქალაქების არჩევნები.„ეს გამოვა, თუ არ გამოვა, დამოკიდებულია იმაზე, რამეს მიხვდება თუ არა ქართველი ხალხი, რომელსაც, უკვე რამდენი წელია, ერთნაირად ატყუებენ და სტილსაც კი არავინ არ ცვლის ხალხის მოსატყუებლად, იმდენად გაუშინაურდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს უთხრა, რომ ფაქტია, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქროს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იგივე „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას.შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აუხსნან ამ პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს პოზიციის შეცვლა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, სხვადასხვაგვარად ახსნან.„ნუ, რა ვიცი, ქვეყნის გადარჩენის მოტივით, ასე გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიქცეთ ფინანსურად, თუ რეგიონულ დონეზე, გავძლიერდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა წაიღონ უკან ის სიტყვები, რაც ნათქვამი აქვთ წინასწარ, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ტელევიზიებს. მე მახსოვს, რომ „ლელოვიზიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუპორი, ქალბატონი ინგა გრიგოლია ღიად გამოდიოდა და ლანძღავდა იმ ხალხს, ვინც მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა აიხსნას, რომ „ლელო“ მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას? აქედან უკან დახევა როგორ უნდა მოხდეს, მე არ მესმის მართლა, სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისივე თქმით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული გავიდეს არჩევნებზე.ამასთან, ხვიჩიამ თქვა, რომ ქალაქში ჭორები დადის, თითქოს, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სალომე ზურაბიშვილის მერად დაყენებას ფიქრობს.„მე ასეთი ჭორებიც გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, ეს იქნება ყველაზე სასაცილო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს. ეს არის ალბათ, გადაზღვევა იმის, რომ ოპოზიციამ არცერთ ვარიანტში არ მოიგოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარკ რუტე – ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა

ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.„მთელი ნატო ეთანხმება შეუქცევად გზას უკრაინის გავლით ნატო-ში, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატო-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს მოკავშირეებმა თქვეს დიახ, იარსებებს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ბოლო სიახლეები