ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა. კადრებს “ფეისბუქ გვერდი” “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.
ძლიერი წვიმის გამო პრობლემები თბილისის სხვადასხვა უბანშიც დაფიქსირდა. დაიტბორა ქუჩები მათ შორის დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში.

