ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებების მერე, ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას – რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში, არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.

დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა.

„დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებების მერე, ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების, თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას, სიცრუეში შეყვანას და მითიური ვერსიების დაჯერებით საქართველოს დაზარალებას. არ გამიკვირდება, თუ ეს ადამიანები სტრასბურგის ვროპული სასამართლოს დარად ეუთო/ოდირზეც იტყვიან რომ არის რუსული და მისი ნდობა არ შეიძლება.

ჩემთვის ევროპა ალბერ კამიუ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია, ამათთვის კი იუკნევიჩიენეა თავი და აუსტრევიჩუსი ბოლო. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად ესეც არის არის ერთი არსებითი სხვაობა ჩვენს შორის.

რაც შეეხება პია კაუმას შეფასებას, რომელიც ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა: საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა შევთავაზე…. …..არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა”, – წერს რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სანზონაში ლიფტის ჩავარდნის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სანზონაში წუხელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, აქედან 5 მოზარდი იყო. მათივე ცნობით, ლიფტი, მეცხრე სართულიდან ჩაწყდა.„ყველა კარგად არის, ერთს აქვს ფეხი მოტეხილი...მეცხე სართულიდან ჩავარდა ლიფტი“,- აღნიშნავს მოქალაქე.დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.„ერთ მუხლზე, მეორეს კი წვივზე ჰქონდა დაბეჟილობა. სამივე მოზარდი იყო“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით“.პუტინი აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა“, - ნათქვამია პუტინის წერილში.

ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებებს ვეძებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მოძიება მიმდინარეობს. მერცმა ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კანცლერის თქმით, ეს გულისხმობს უკრაინის ბიუჯეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკრეტულ მხარდაჭერას, რომელიც, მისი შეფასებით, უკრაინის თავდაცვის „ყველაზე სუსტი წერტილია“.ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ენერგომომარაგება ზამთრისთვის მზად იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაგრძელდება. „ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც ყოველდღიურად ხდება“, - აღნიშნა მერცმა.მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის თემა ინტენსიურად განიხილეს.მერცმა აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევით. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ბოლო შეხვედრა. მისი თქმით, რუსეთის რეაქცია შეხვედრაზე აჩვენებს, რომ ის ამ დროისთვის სერიოზული მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები