პარასკევი, მარტი 21, 2025

ესპანელი ბერის მიერ 400 წლის წინ დაწერილ წიგნს პირველად გამოაქვეყნებენ

1608-1615 წლებში, ესპანელი ბერის მიერ დაწერილი წიგნი „ობლის ისტორია“ (The Orphan’s Story) 400 წლის შემდეგ, პირველად გამოიცემა.

წიგნი სათავგადასავლოა და მისი ავტორი მარტინ დე ლეონ ი კარდენასია. როგორც ცნობილია, ავტორი 1621 წელს დათანხმდა, გამოცემულიყო მისი წიგნი, თავად კი ფსევდონიმით, ანდრეს დე ლეონით ყოფილიყო მოხსენიებული. წიგნი საბოლოოდ არ გამოიცა და დროთა განმავლობაში, ხელნაწერიც დაიკარგა.

328-გვერდიანი ხელნაწერი 1965 წელს, ნიუ-იორკის არქივში, ესპანურენოვან განყოფილებაში იპოვეს და წიგნი დღის სინათლეს რამდენიმე თვეში იხილავს.

კარდენასმა წიგნი 20 წლის ასაკში დაწერა. ლიტერატურათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ხელნაწერი გამიზნულად გადამალეს, რადგან მას შესაძლოა, ავტორის სასულიერო საქმიანობაზე უარყოფითად ემოქმედა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდები EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდებმა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების მოსწავლეთა შემადგენლობით, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გამართულ ევროპის STEAME აკადემიის სიმპოზიუმში - EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 - მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, STEM აკადემიის გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ ოთხი მიმართულებით: ტექნოლოგია - საბა ბანძელაძე, თემურ ჩიტაია, ლილე კაჭარავა, ლუკა ნაბორაშვილი, პროექტით - Robot Guide (რობოტი გიდი); ფიზიკა - ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა პროექტით: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process (ფუტკრის შხამის აღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა); ბიოლოგია - თეკლა ბანძელაძე, ანა-მარიამ კიპაროიძე, ნინო სხილაძე, პროექტით: The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives (ხავსებისა და ლიქენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი საკვები კონსერვანტები); ინჟინერია - ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა, ნინო სულამანიძე, მაკინე თოდუა, პროექტით: Wave Energy (ტალღის ენერგია).სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ზე, მეცნიერების მიმართულებით (SCIENCE Presentation) გამარჯვება სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს. პირველ ადგილზე გავიდა პროექტი - Robot Guide, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაისაკუთრეს პროექტებმა: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process და The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives.„STEM აკადემიის გუნდების გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა გონიერებისა და შრომისმოყვარეობის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარ-მენტორების წარმატების დასტურიცაა. ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და უნარების გამოვლენა-განვითარებაში მენტორების მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. მენტორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის დოქტორანტებს - მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას“, - აღნიშნავს თალიკო ჟვანია.სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებს და მათ მენტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა 9-18 წლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ექმნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, თანატოლებს გაუზიარონ ცოდნა და ხელი შეუწყონ თანატოლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განვითარებას.„საერთაშორისო სიმპოზიუმში ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თავიანთი უნიკალური იდეების მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად, ცოდნის გაღრმავებისა და ღირებული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კი უდიდესი აღიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს შედეგებს ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით აღწევენ.ყველა ახალგაზრდას, რომელსაც მეცნიერებისკენ მიუწევს გული, ვუსურვებ გადაელახოს შესაძლებლობების ზღვარი და გაითვალისწინოს უმნიშვნელოვანესი რამ - მეცნიერება და მათემატიკა პროგრესის ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით ჩადებული დღევანდელი კონტრიბუცია ხვალინდელ სამყაროს შექმნის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, EUROMATH & EUROSCIENCE - 2025 საერთაშორისო სიმპოზიუმია, რომელშიც 9-18 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ნაშრომები მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, როგორიცაა: MATHFactor, SCIENCEFactor, MATHeatre და სხვა.

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

https://www.facebook.com/tiflisnews.ge/videos/2371384456560443თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად მან 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სეუ-ს სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ.როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ტრაგედია ფილიპ კირკოროვის ოჯახში

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ მამამისი ბედროს კირკოროვი გარდაიცვალა. მამაკაცი 92 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა.უკვე ცნობილია, რა მემკვიდრეობას მიიღებს კირკოროვი მამისგან. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილ ბედროსს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მას „ფაქტობრივად არანაირი ქონება არ გააჩნდა“."ბედროსს ვიცნობდი. ის საერთოდ არ იყო მდიდარი კაცი. მას ჰქონდა რაღაც ბინა, რომელიც, ჩემი აზრით, მოსკოვში კი არა, სადღაც პროვინციებში იყო. არც თუ ისე ძვირი, მოსკოვის სტანდარტებით. დასატოვებელი არაფერი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.მან ასევე დაამატა, რომ ფილიპ კირკოროვი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეა. ცნობილია, რომ 2002 წელს ბედროსს შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.რა არის ცნობილი ბედროს კირკოროვის შესახებბედროს კირკოროვი რუსი პოპ მომღერალი იყო. 2012 წელს იგი რუსეთის სახალხო არტისტად აღიარეს.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

ბოლო სიახლეები