ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

,, ხელოვანი იუსტიციელები” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც  ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.  მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ.

იუსტიციის სამინისტროს  ხელოვან თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და  უკვე ტრადიციად იქცა.  ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 12 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა

ევროპა ლიგის ფინალამდე, უეფა-მ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მიქაუტაძე ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა.„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით.საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 8დრის მერტენსი („გალათასარაი“) – 6გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) – 5გოლი + პასი (ჯამური ქულა):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 12ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 11ჟორჟ მიქაუტაძე („ლიონი“) და დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“) – 9შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ უეფა-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი.„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა-საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

ბოლო სიახლეები