სომხეთში ყველაზე გრძელი ტრადიციული დესერტი “გატა” მოამზადეს – 240-კილოგრამის წონის, 40 მეტრი სიგრძისა და 40 სმ-ის სიგანის დესერტს 30 კონდიტერი აცხობდა. ცხობის პროცესი 2 დღეს გრძელდებოდა, სამზადისი კი – ერთ კვირას. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
გატა – სომხური ეროვნული ტკბილი ნამცხვარი, რომლის გულიც გამდნარი კარაქის, შაქრისა და ფქვილისგან მზადდება. ძველ დროში გატა სუფრაზე დღესასწაულებზე ჩნდებოდა, ახლა კი ის ყოველდღიურ ტკბილეულად იქცა.
მისი მომზადების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ამ გატას გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი აქვს