სამშაბათი, ივლისი 14, 2026

ერევანში 240-კილოგრამიანი ტრადიციული სომხური ნამცხვარი მოამზადეს

სომხეთში ყველაზე გრძელი ტრადიციული დესერტი “გატა” მოამზადეს – 240-კილოგრამის წონის, 40 მეტრი სიგრძისა და 40 სმ-ის სიგანის დესერტს 30 კონდიტერი აცხობდა. ცხობის პროცესი 2 დღეს გრძელდებოდა, სამზადისი კი – ერთ კვირას. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.

გატა – სომხური ეროვნული ტკბილი ნამცხვარი, რომლის გულიც გამდნარი კარაქის, შაქრისა და ფქვილისგან მზადდება. ძველ დროში გატა სუფრაზე დღესასწაულებზე ჩნდებოდა, ახლა კი ის ყოველდღიურ ტკბილეულად იქცა.

მისი მომზადების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ამ გატას გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი აქვს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აუცილებელ დეკლარირებას დაქვემდებარებული  5 ცალი ოქროს მონეტა (საერთო წონით 71 გრამი) აღმოაჩინეს.აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 840 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კახა კალაძე – ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.როგორც თბილისის მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.„მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა ტერიტორიიდან უკანონო კონსტრუქციები არ გაიტანეს.„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.

დონალდ ტრამპი – მინდა, კომპენსაცია მივიღოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს, ვხარჯავთ ფულს

მინდა, კომპენსაცია მივიღოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, ეს საჭიროა მოკავშირეების დაცვის თვალსაზრისით.„ჩვენ ვხარჯავთ ფულს, ამიტომ გადავწყვიტეთ – დაცვისთვის კომპენსაციას მივიღებთ. ეს ჩვენთვის საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა მოკავშირეების დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა „ძალიან ეფექტურად“ შეასრულა ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაცვის ამოცანა.ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ირანის წინააღმდეგ განახლებული დარტყმები „სამხედრო შეტაკებად“ მოიხსენია და უარყო, რომ ეს კონფლიქტის ახალ, ხანგრძლივ ეტაპს ნიშნავს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი – 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი

ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 პირია მიცემულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მასშტაბური ღონისძიებები 9 რეგიონში ჩატარდა.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია, ჯამში, 28 პირი.სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.კერძოდ, საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი”, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

საფრანგეთმა უკრაინას SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ბომბებისა და საზენიტო დამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა.განცხადება ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, მომდევნო თვეებში უკრაინის მეზობელ ქვეყნებში საზღვაო სახმელეთო და საჰაერო წვრთნა ჩატარდება, რომელშიც ის მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მომავალში უკრაინაში განალაგდება.უკრაინა ასევე გეგმავს 16 ერთეული ფრანგული გამანადგურებლის, Rafale-ის შეძენას. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ამოცანების შესრულებას 2028-2029 წლებში დაიწყებენ.

ბოლო სიახლეები