ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს გადასცემს უკრაინული მხარის თხოვნას რუსულ ობიექტებზე შორი მანძილის იარაღით დარტყმების ნებართვის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცემს უკრაინული მხარის თხოვნას რუსულ ობიექტებზე შორი მანძილის იარაღით დარტყმების ნებართვის შესახებ. განაცხადა ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლამისთან ერთად კიევში გამართულ პრესსკონფერენციაზე.

„ჩვენ განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ასევე რიგი სხვა საკითხები. ვგეგმავ ამ დისკუსიით ვაშინგტონში დაბრუნებას და პრეზიდენტის ინფორმირებას იმის შესახებ, რაც მოვისმინე“,- განაცხადა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რუსეთი ზრდის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედროებზე, რომლებიც იცავენ საკუთარ ქვეყანას.

„და ჩვენ ვხედავთ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გააძლიერებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ თუ ვინმე ახდენს ესკალაციას, როგორც ჩანს, ეს რუსეთია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს… ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია – გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა "ქართული ოცნების" ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა."არასრულწლოვანები და, ხშირ შემთხვევაში, 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს და გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი კანონმდებლობაც. ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია," - აცხადებს გიორგი კახიანი.

თაზო დათუნაშვილი – ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ტრაგედიაა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ( PACE) საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ქვეყანაში დიქტატურის დამყარებად აფასებს.დათუნაშვილის თქმით, ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და PACE-ს მხრიდან აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება სწორია.თაზო დათუნაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.„ესაა ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველო არის 1999 წლიდან. ამ ორგანიზაციაში მიიღეს შევარდნაძის დროინდელი საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში ხედავდნენ უდიდეს პოტენციალს, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო ბევრწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებდა ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ტრაგედიაა, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და არ ფარავს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება სწორ დროს და PACE-ს მხრიდან ახლა სწორია ამ პოზიციის დაფიქსირება.მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც ესმის საკუთარი სახელმწიფო ინტერესები, ესმის საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს, ყველა ოპოზიციური ლიდერი ჰყავდეს ციხეში ან პოლიტიკური დევნის ქვეშ.ეს არ შეიძლება და ამაზე აკეთებს აქცენტს PACE. ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, გონს მოეგოს და დააბრუნოს ეს ქვეყანა იმ წერტილში, რა წერტილშიც უნდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას – ევროკავშირისკენ ინტეგრაციაში. ტრაგედიაა 1999 წლიდან 2025 წლამდე ამ გზის გავლა და დასრულება იმით, რომ PACE-მ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შეაფასოს დიქტატურის დამყარებად. არსებობს შანსი, რომ აქედან უკან დავიხიოთ, თუ „ქართული ოცნება“ შეწყვეტს საშინელ პროცესს, რომელშიც ჩათრეული ჰყავს საქართველოს სრული მოსახლეობა“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და, შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუს-ი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა.„კორუფციის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა როდესაც დავიწყეთ, თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. ამ თემასთან დაკავშირებით როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა, სუს-ი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია, საბოლოო ჯამში, ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქსტატი – 2025 წელის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 12.9 პროცენტით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოსრკინიგზით გადატანილია 1.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე, რაც არ მოიცავს ტრანზიტს, ხოლო 58.1 პროცენტი — ტრანზიტზე.საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1 პროცენტის გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო, ჯამურად 38.9 პროცენტი.2025 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6 პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო, ჯამურად 60.0 პროცენტი.2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი — ნიდერლანდები, 10.0 პროცენტი — თურქეთი, 7.2 პროცენტი — ჩინეთი, 2.9 პროცენტი — იტალია, 2.4 პროცენტი — უკრაინა, 0.7 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.2025 წლის მესამე კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.0 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები, ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები, სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები, ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ძირითადი ლითონები და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9 პროცენტი), ძირითადი ლითონები (16.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6 პროცენტი).2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9 პროცენტი).საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს და 13.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7 პროცენტი. 2025 წლის მესამე კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

„ენბისი ნიუსი“ – დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად

„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.გამოცემის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად.როგორც „ენბისი ნიუსს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.„გეგმა ფოკუსირებულია ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და, რაც სჭირდებათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – ციტირებს წყაროს გამოცემა.ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მედიას გეგმის დეტალები არ გაუმხილა, რადგან, მისი აზრით, ჯერ კიდევ მოითხოვს გარკვეულ მოლაპარაკებებს პროცესში მონაწილე ძირითად მხარეებთან.„ენბისი ნიუსი“ წერს, რომ სამი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ე.წ. მშვიდობის შეთანხმების ჩარჩო ჯერ უნდა წარედგინოს უკრაინელებს. გამოცემის ინფორმაციით, გეგმის პროექტის საბოლოო შეთანხმების ვადები კი ემთხვევა პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში.

ბოლო სიახლეები