სამშაბათი, ივლისი 14, 2026

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით ევროკავშირის ქვეყნებიდან 78 მლნ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში, ხოლო რუსეთიდან 64 მლნ დოლარი. შესაბამისად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ევროკავშირი რუსეთზე წინაა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

იანვარ-თებერვალში ჯამში 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 35% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29% რუსეთზე მოდის. მესამე ადგილზე ისრეალია 11%-იანი წილით(24 მლნ დოლარი). შემდეგ მოდის აშშ და თურქეთი 8-8%-იანი წილით (19-19 მლნ დოლარი).

2017 წელს ევროკავშირიდან 428 მლნ დოლარი, ხოლო რუსეთიდან 455 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი გზავნილებში 2013 წლიდან მცირდება და ბოლო 5 წელიწადში ფაქტობრივად განახევრდა, ევროკავშირიდან გზავნილებს კი ზრდის ტენდენცია აქვს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ „აქსიოსს“ ამერიკელმა და ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროების ყოფნა დაძაბულობას ზრდის და შესაძლოა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.„მათ არ სურთ, რომ იქ იყოთ. ჯარები უნდა გადაადგილოთ და გაიყვანოთ“, – განუცხადა ტრამპმა.წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა ლიბანსაც ეხება.როგორც გამოცემა წერს, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ შარაას შეხვდა.

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია.თავდასხმა ადგილობრივი დროით სამშაბათს, გამთენიისას განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.ირანული მედია იუწყება, რომ დაზიანების გამო ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკი შესაძლოა, დროებით გამოირთოს, რათა სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი – ახალი ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი შეცვალა. მინისტრის ახალი ბრძანებით, განისაზღვრა და დაზუსტდა საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის კუთვნილი 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გაცემის პირობები, ვადები და საჭირო დოკუმენტაცია. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომელიც ბავშვს უვლის და არ არსებობს დედის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საფუძველი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით შეძლებს ბავშვის მოვლის შვებულების აღებას, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება. ცნობისთვის, საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, კანონი ადგენს, რომ ბავშვის მამას 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება სრულად, თუ დედას ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია. თუ დედამ ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი უკვე გამოიყენა, მამას ანაზღაურდება მხოლოდ დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ნაწილი, თუმცა არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. ბრძანების პროექტით ასევე იცვლება შვებულების ანაზღაურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მოვლის შვებულებით მეორე მშობელი სარგებლობს, საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ:ბავშვის დაბადების მოწმობა; შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.ცვლილებები ასევე აისახება შვებულების ანაზღაურების გაცემისა და დოკუმენტების მიღების წესზე. მათ შორის, განისაზღვრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტები ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებასაც. კერძოდ, იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ბრძანების ამოქმედებამდე წარმოეშვათ, შვებულება ახალი წესით მიეცემათ.

საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, ეს იყო ილია მეორის ოცნება და იდეა – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო."საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ "ბეთლემს", რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება "ბეთლემი" შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. "ბეთლემი" კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი "ბეთლემი" - 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით "მოხუცებულთა ბაღი" დავარქვით", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

ბოლო სიახლეები