სამშაბათი, მაისი 13, 2025

ემანუელ მაკრონი – დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონ იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ შემოწმების შემდეგ, წლის ბოლომდე განხორციელდება,  – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

„რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ეს მაკრონის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო სისტემის სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონის განმარტებით, როდესაც მან დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა, საფრანგეთში 10 მილიონი პენსიონერი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 17 მილიონს შეადგენს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა, მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი, ხმა 4 ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად. ლოცვა ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

ბოლო სიახლეები