![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2022/02/liparteliani.jpg)
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით დროში დაამარცხა.
ტურნირზე დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში კონტინენტის გამარჯვებული მეორედ გახდა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 26-28 აპრილს 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის გამოწვევის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
დასრულდა ვერონის გამოწვევის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შორის ვერონის ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ, მსოფლიო...
პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ოლიმპიადაზე დიდი მუხტით მივდივარ – ლაშა ბექაური
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად, დალოცა მოჭიდავეები,...
გიორგი მიქაუტაძე – „ლიონში“ დაბრუნება მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა არ დამისრულებია
გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“...
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | ზედიზედ მეორედ – საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მსოფლიო თასი მეცხრე ადგილზე დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდა, მიმდინარე ტურნირზე მეორედ 24:13 დაამარცხა და მსოფლიო თასზე ასპარეზობა...
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასმა მოიმატა, მოთამაშეთა ჯამური ღირებულება (რომელიც 161,05 მილიონი იყო) 24,05 მილიონი ევროთი გაიზარდა...
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა
გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები Transfermarkt-მა გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“...