ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026

ევროპული საქართველო მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია “ევროპული საქართველო” მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში ფართო კონსესუსია, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია.

“ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოხდეს. ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში გვაქვს დარეგისტრირებული მოთხოვნა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს. 9 თვე გავიდა და ამ გამოძიებაში ძალიან კონკრეტული დარღვევებია დაფიქსირებული მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ჩანს, რომ გამოძიება არსებითად არ მიმდინარეობს. პარლამენტის ვალია, ჩავერიოთ ამ პროცესში და მოვიწვიოთ საგამოძიებო კომისია”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს აფგან მუხტარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიამ საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართეს.

12 თებერვალს ცნობილი გახდა, პარლამენტი მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტის შექმნაზე იმსჯელებს.

უფრო ადრე მუხტარლის საქმეზე ადვოკატმა მთავარ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან 20 კილომეტრში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური საკუთარი თანამესაკნის – რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურება

ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი, რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით უძილაურის პოზიციას ავრცელებს.ადვოკატის ცნობით, გიორგი უძილაურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, აჯანყებული გუბერნატორის სერგეი ფურგალის თანაშემწე, პოლიტპატიმარი მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, საკანში უძილაურთან ერთად ზის. ბექა გულედანის ცნობითვე, უძილაური ამბობს, რომ ტიმოფეევი განწირულია ალექსეი ნავალნის ბედის გაზიარებისთვის.“გიორგი უძილაურის თქმით, ქართულმა სასამართლომ კვლავ გადაწყვიტა არ გაეღიზიანებინა ოკუპანტი და ოპოზიციონერი პუტინისათვის გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებს ეწინააღმდეგება და ინტერპოლმა რუსეთის მიერ ძებნაგამოცხადებული ტიმოფეევი ძებნიდან მოხსნა. უძილაურის ცნობით, ქართულმა სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთიდან მიღებული გარანტიები, მაშინ როცა 2022 წლიდან რუსეთი აღარ არის ევროპული კონვენციის მონაწილე, რუსეთი გამოსულია წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან და მასზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაც არ ვრცელდება.გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი ფაქტიურად განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის. ევროპელებს უარი ეთქვათ საქართველოდან რუსეთში აქამდე ექსტრადირებულთა მონახულებაზე და ამის შესახებ იცის საქართველოს სასამართლომ და მაინც სწირავს მორიგ მსხვერპლს პუტინს“, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ ტიმოფეევის სასიკვდილოდ გაწირვის დეტალები, ისევე როგორც უახლესი წარსულის და დღევანდელობის მოქმედი და ყოფილი ცნობილი ქართველის განსხვავებული რაკურსები, აისახება წიგნში, რომელსაც უძილაური ციხეში წერს. ის ამბობს, რომ არ გამოტოვებს არც მტერს და არც თანამოაზრეს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოს უახლეს ისტორიასა და მის ბრძოლაზე.გიორგი უძილაურის თქმით, ტიმოფეევი თანამესაკნეების თვალწინ ოჯახს გამოსამშვიდობებელ წერილს წერს და ემშვიდობება ყველას, თუმცა ამ ადამიანის ამჟამინდელ განცდებსა და იმედგაცრუებაზე არანაკლებ დამთრგუნველია სირცხვილში გაზავებული უსუსურობის შეგრძნება.უძილაური ამბობს, რომ უსუსურობაა, როცა განწირულ პოლიტპატიმარს ვერაფრით ეხმარები და სირცხვილია, როცა იმ ოკუპირებულ ქვეყანას წარმოადგენ, რომელმაც ოკუპანტს სტუმარი აჩუქა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.ლევან ახობაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.

კახა კალაძე – პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს...

პირველი ოქტომბერი – დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც კალაძე აღნიშნავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის პირველი ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.„ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ -იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა – საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობით ემსახურებით.გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე. 

ბოლო სიახლეები