პარასკევი, მარტი 13, 2026

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა და შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.

როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.

კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.

თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.

„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ

კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუმინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება დრონებისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებას მოიცავს და მისი განხორციელება რუმინეთის ტერიტორიაზე იგეგმება.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს ირანული „შაჰედების“ დრონებთან ბრძოლაში.„ჩვენი გამოცდილება „შაჰედის“ დრონებთან ბრძოლაში უნიკალურია. არავის აქვს ასეთი გამოცდილება. დღეს ვესაუბრე ჩვენს ჯგუფს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს. ის იქ იმყოფება ჩვენს სამხედროებთან ერთად.

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები