ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

დონალდ ტუსკი – არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება ცხინვალში, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო, – აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მარგველაშვილთან შეხვედრაზე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ბოლომდე საქართველოს ერთგული რჩება როგორც კონფლიქტის გადაჭრის, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.

„შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ევროკავშირი ბოლომდე რჩება საქართველოს ერთგული, როგორც კონფლიქტის გადაჭრის მხარდაჭერაში, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეწუხებული ვართ მცოცავი ანექსიის მცდელობებით საქართველოს ორ მოწყვეტილ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი შეფასებით, ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, კონფლიქტის ფასის სამწუხარო შეხსენება იყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.„შეიძლება, გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და გადარჩენილიყვნენ“, – ამბობს ტრამპი სატელეფონო ინტერვიუში, რომელსაც „ფოქს ნიუსი“ ციტირებს.ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა და ახლა ფასის გადახდა მოუწევთ.გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელა ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ. ირანმა რეგიონში რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმებით უპასუხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.შსს-ც ცნობით, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სერგეი ლავროვი – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ჩემს ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, უწყება მზადაა შესახვედრად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი უწყება მზადაა მათთან შესახვედრად და მოსასმენად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.„საინტერესოა, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები ისეთი რამის გამოთქმას, რამაც შეიძლება კონსტრუქციული აზრები გამოიწვიოს მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, ამ ელჩების ხელმძღვანელებმა რუსეთზე შეურაცხმყოფელი რამ თქვეს და არაერთხელ პირად თავდასხმებს მიმართეს“, – აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ლიდერის როლი შეასრულოს“. ლავროვის თქმით, ევროკავშირს „უკრაინის კრიზისის“ მოგვარებაში დახმარების მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველა მათგანი ხელიდან გაუშვა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ზეც ისაუბრა. როგორც ლავროვმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მთელი ევრაზიული კონტინენტით და აღნიშნა, რომ შეუძლია ევრაზიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი წესებისა და ხელმძღვანელობის შესაბამისად.„როდესაც ყველანი ვსაუბრობთ კონტინენტზე ყველა ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე, რათა განვიხილოთ საიმედო, ორმხრივი, განუყოფელი უსაფრთხოების შექმნის გზები … ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც, ზოგადად, გარკვეულწილად განსხვავებულ რეგიონს მოიცავს, ევროატლანტიკურს და ყოველთვის აცხადებდა, რომ წუხს თავისი წევრების უსაფრთხოებაზე. რამდენიმე წელია, ეს ევრაზიული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საკუთარი წესების, გაგების შესაბამისად და საკუთარი ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა ლავროვმა.

ირაკლი კობახიძე – 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება

2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას რეალურად გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.„რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს, მგონი თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის, ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია.როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.მისი თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.„საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ბოლო სიახლეები