აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, კვლავ გარიგება დავდოთ. თუ ეს არ მოხდება, ძველ გზას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.
„თუ დაგვთანხმდებიან – დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდებიან – დავბომბავთ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დაიდოს ჩინეთში მის ჩასვლამდე, მომავალ კვირაში.
„იდეალური იქნებოდა. სავალდებულო არ არის, მაგრამ იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

