ორშაბათი, მაისი 19, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო პროცესებისთვის გამოყენების ნება არ გააჩნია

ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვა იმდენად საჭირო არ არის, რამდენადაც კონკრეტული მხარეების ნებაა აუცილებელი, ამ შემთხვევაში რუსეთის ნება, რომ რეალურად ჟენევის ფორმატი გამოიყენოს სამშვიდობო პროცესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო მიზნებისთვის გამოყენების ნება არ გააჩნია და ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ არსებული ფორმატი ცუდია.

„მას ეს ნება არ აქვს, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს და ცდილობს, ახალი ფორმატის შემოთავაზებით წარმოაჩინოს, თითქოს ფორმატია ცუდი. ამ დროს, თუ იმ ფორმატში ისევ იგივე ქვეყანაა, ისეთივე პოლიტიკით, ბუნებრივია ის ახალი ფორმატიც არაფრის მომტანი იქნება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, თუ რუსეთმა ჟენევის ფორმატის შეცვლაზე საუბარი გაააქტიურა და ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები, საქართველოს მხოლოდ ერთი ბერკეტი რჩება – საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ის, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია ევროკავშირი და აშშ, ცქიტიშვილის თქმით, უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ პრობლემური საკითხები საერთაშორისო ფორმატში იქნას განხილული.

„ჩვენი ბერკეტი ისევ საერთაშორისო თანამეგობრობაა, რომელთან ერთადაც ჩვენ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა გარკვეულ დათმობებზე უკვე ნელნელა წამოვიყვანოთ. ძნელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ის გზაა, რომელიც წარმატებული იქნება, რომელიც მნიშვნელოვანი და სწორია“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების ივნისში დაგეგმილ მორიგ რაუნდს, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ამ რაუნდის მიმართაც მაღალი მოლოდინები არ არსებობს და ქართულმა მხარემ თანმიმდევრული და ეტაპობრივი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, რომ შემდეგი შეხვედრა იქნება გარღვევა. რუსეთის მხრიდან არის საჭირო პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ამ ფორმატმა ეფექტურად იმუშაოს. სხვა ნაკლოვანება ამ ფორმატს არ აქვს“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს.როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა.„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში

ლუკა კურტანიძე – კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, 26 მაისის აქციაზე ისეთი დასჯა, დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას

კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, ცნობადი ადამიანების სამაგალითოდ დასჯა ხდებოდა, რათა დანარჩენი ხალხისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, რომ არავის დაინდობდნენ.ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ 26 მაისის აქციაზე ხალხი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა.„ყველა სფერო მოიცვა იმ შიშმა, იმ რეჟიმმა, რომელიც მაშინ სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, იმხელა პროტესტი მქონდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ამიტომ მქონდა ბედნიერება, საქართველოსთვის სამართლიანობისთვის მებრძოლა და ნაციონალური რეჟიმის დასასრულისთვის ჩვენი სიტყვა გვეთქვა. აქცია 21 მაისს დაიწყო, მანამდე წინ უძღოდა მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრები, შემდეგ 25-ში გადმოინაცვლა პარლამენტის წინ. მიუხედავად ინფორმაციისა, რომ იქნებოდა სადამსჯელო სპეცოპერაცია, უამრავი ადამიანი გადაცმულფორმიანი მოდიოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყო აქცია, მაგრამ ათასობით ადამიანი დარჩა. ლიდერებს, რომლებიც იქ ვიყავით, გვქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა, ამ აქციაზე ბოლომდე ვყოფილიყავით. როცა მოსაღამოვდა, უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება და 25 მაისის მიწურულს, თორმეტს აკლდა 10 წუთი, მერიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, დოლიძე მობრძანდა, წაიკითხა, რომ უნდა დავშლილიყავით, თორემ დაიწყებოდა სპეცოპერაცია.ხალხს, რომელიც იქ ვიყავით, გვქონდა პასუხისმგებლობა და ვიდექით ჩვეულებრივად, ყოველგვარი დესტრუქციული ნაბიჯების გარეშე, ატრიბუტებს, რომლებიც მოწყობილი იყო 26 მაისისთვის, ყველა ვუფრთხილდებოდით, ყველაფერს ვიცავდით, რომ რამე არ დაზიანებულიყო.ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს იმ მარაზმს, რაც ხდება, როდესაც ბორდიურზე გადასვლა კი არა, იწვის პოლიციის მანქანები, ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელით ეხება პოლიციას და ა.შ. შედარება არ შეიძლება, მაშინ ჩვენ ვიცავდით იმ პროტოკოლს, რასაც მშვიდობიანი დემონსტრაცია ჰქვია. 26 მაისის პირველ წუთებზე დაიწყო შემოტევა სხვადასხვა მხრიდან და რკალი ნელ-ნელა შეიკრა.მხუთავი საშუალება იყო გამოყენებული, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, დაიწყო დარბევა, დასჯა მომიტინგეების და სასტიკი გასწორება, რომელიც ყველამ ვიცით.მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი საქართველოს და საქართველოს სახელით უმაღლეს კვარცხლბეკზე თვალცრემლიანი ვიდექი, რადგან ერს და სამშობლოს ვემსახურებოდი. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და ისე დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას. აქ იყო მაგალითი, რომ გაგანადგურებთ ყველას და ამ ხალხს, ვინც თქვენთვის მაგალითია. პირველ რიგში, ისინი ისჯებოდნენ სამაგალითოდ, რომ შიში, რომელიც სუფევდა, უფრო გაღრმავებულიყო“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

მამუკა ხაზარაძე – ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ არსებობს

ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.ხაზარაძის თქმით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არალეგიტიმური კომისია და დაიწყო პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა.მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მივიდნენ კომისიის სხდომაზე თავად და ბადრი ჯაფარიძე.„კომისია, რომელიც შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, შექმნა კანონის დარღვევით. არალეგიტიმური კომისიაა და პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით. ეს კომისია თითქოს შეიქმნა წინა ხელისუფლების რაღაც საქმეების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ კომისიაზე მისვლაზე ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ არალეგიტიმურია და მეორე, არალეგიტიმურს რომ არაკანონიერად აქვს შექმნილი ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ მურუსიძის სასამართლოში, ანუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. ჩვენ მსგავსი წერილი ან კითხვა, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგვსვლია არავისგან, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს. დღეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბადრის პროცესზე ძალიან საინტერესოა, რომ მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს საქმეში დევს. ეს საკმაოდ საინტერესო აბავია ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, სასამართლოს სხდომა იქნება, ქუჩა, თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გააყალბა, ჩაიდო ჯიბეში ხალხის ხმები და ამავე დროს, ეს არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ. რატომ არის უკანონო, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და ჰკითხოთ, სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. არ არსებობს ასეთი. ნახეთ, რამდენ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთ დიდი, გლობალური – ადამიანებისთვის ხმების წართმევა და გაყალბება, მეორე უკვე დანაშაულებების კასკადი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არ დავიღლებით და მოქალაქეებს ვეტყვით თქვენი, მედიის საშუალებით და ყველა ტრიბუნიდან, რა არაკანონიერ ქმედებებს სჩადის ის ე.წ ხელისუფლება, ე.წ. პრემიერი, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.ჯაფარიძის თქმით, „ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოყენებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“.„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს სხდომა ჩაიწერება და საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს ამ სხდომას, მის მიმდინარეობას, შინაარსს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება გათელო კანონის უზენაესობა ფეხქვეშ. აბსოლუტურად დაუქვემდებარო პროკურატურა, სასამართლო პოლიტიკურ ნებას. პირდაპირ გეტყვით, რომ არ სჭირდება თეორიული ცოდნა იმას, რომ კონსტიტუციის 42 მუხლით განსაზღვრულია საგამოძიებო კომისიის შედგენის წესი, სადაც წერია შავით-თეთრზე, რომ მინიმუმ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისაგან, ანუ ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არამხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. რადგან კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისთვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამაზე იყო საუბარი. დარღვეულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა, დარღვეულია თვითონ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.ანუ, უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ამავდროულად მოთხოვნილ იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომელთაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ ვინც იჩივლა პროკურატურაში, იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად, სასამართლომაც. იმიტომ რომ მათი მოყვანა მოწმეებად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა. მაგრამ ამ ადამიანებს პროკურატურა სპეციალურად არ იბარებს მოწმეებად, სასამართლოც პრაქტიკულად დაქვემდებარებულია პროკურატურაზე და დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა პროკურატურას. ასე რომ, სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო ბრალდება, რაც შეიძლება განხორციელდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.მისივე თქმით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და საქმეს არსებით განსახილველად გადასცემდა.„ცხადია, მოსალოდნელიც იყო, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა პროკურატურის ბრალდებას, რომ არსებით განხილვაზე გადაეცეს, მაგრამ იმდენად დიდია ეს დარღვევები, ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო, თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოექცე მართლმსაჯულებას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულება გადააქციო პოლიტიკური ნების აღსასრულებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, ეს იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, თუ რა ვითარებაა შექმნილი, როდესაც ერთი პარტია იყენებს ყველა ინსტიტუციას მისი ნების აღსასრულებლად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ბოლო სიახლეები