სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

დასანანი ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ

Geo Team-ის ცნობით, “ვოლფსბურგთან” მატჩის დასასრულს ტრავმირებულ “ჰაიდენჰაიმის” თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ორი კვირა გაუცდება:

“Geo Team-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ ბოლო წუთებზე მიღებული ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძე 2 კვირით იუქმებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელმა კოჭის იოგი დაიზიანა. ბუდუ გამოტოვებს “ლევერკუზენთან” და “აინტრახტთან” მატჩებს, მისი დაბრუნება კი 19 აპრილს, “ბაიერნის” წინააღმდეგაა მოსალოდნელი”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშილი: რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? და მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო, აზრზე მოდით, ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე...

ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ადვოკატებს ვთხოვო, წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არცერთ ეტაპზე არ დააყენონ, რადგან არაფერი მაქვს სათხოვარი ხალხთან, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამლეს, ორსული ქალბატონი, მცირეწლოვნები, ქალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისი თქმით, აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია.„ყველაფერი მაქვს აკრძალული, ოჯახთან კომუნიკაცია მაქვს აკრძალული, საცდელი ვირთხასავით ვარ, მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ. მე მინდა, ჩემს ადვოკატებს ვუთხრა, სასამართლოს გირაოს სახით არანაირი თანხა არ შესთავაზოთ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ, სასამართლოს თუ აინტერესებს ჩემი პოზიცია, 20 წუთი მომეცით. სისხლის სამართალი არის მოქმედება, დანაშაულს კი არ მედავებით, არამედ მედავებით პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწოდება ეხებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, ადამიანებს, მათ შორის, ვინც უკანონობას ჩადიოდა. მეც ვარ დაზარალებული გდდ-ს თანამშრომლების მიერ, ძვლები დამილეწეს, მაგრამ ამაზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჩემი მიწოდება შეეხებოდა მათ: არ იძალადოთ, არ დაასახიჩროთ. იყო დაპირება, რომ მომავალში, როცა ხელისუფლება შეიცვლება დაჯილდოვდებით.ყოველი დღე გადამწყვეტია, ტროტუარზე გვიკრძალავენ დგომას. ახლა კანონს იღებენ, რომ ერთი კვირით ადრე უნდა განაცხადო აქციის გამართვაზე. ეს არ არის თამაში. 300-მდე პოლიტპატიმარია, როგორ დავიჯერო, მათ ათი გულშემატკივარი არ ჰყავთ? რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ, ამიტომ აქციაზე ვერ დარჩებით? მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო. როგორ ვუთხარი გდდ-ს თანამშრომლებს? ეს არ არის ქრთამი, ქრთამი თქვენკენ მოიკითხეთ. უაზროთ კამათობთ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ ისედაც, რას კამათობთ. გინდათ, გითხრათ, რატომ ვერ ამბობთ, რომ ერთიანები ხართ? კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამას ვერ იღებთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები.გეშინიათ. ვიდრე შიში იქნება, ივანიშვილის რეჟიმი იქნება. ყოველდღე 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეს, მაშინ ვიქნებით გამარჯვებული. იძახით, გავიმარჯვებთო. ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და ქვეყნისთვის იბრძოლეთ. გეყოთ გამბედაობა ან იმ ახალგაზრდებს ვინც ციხეშია უთხარით, გააფორმონ საპროცესო და გამოვიდნენ. გეყოთ ტელევიზორიდან ამდენი ლაი-ლაი, აზრზე მოდით, ან ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში, ქვეყანას ბოლომდე დახურავს ჩალით. ერთმანეთს ჩაკიდეთ ხელი, ერთდღიანი აქცია გამოსავალი არ არის.მე ვარ პროცესის გულშემატკივარი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ამისთვის იბრძვის. ვიღაცები რომ დგანან და ლაი-ლაობენ, თქვენი ბანერებიანად კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოთ და იქიდან აკეთოთ განცხადებები. რომ გამოდიხართ და პატიმრებზე საუბრობთ, თქვენი საქმე აკეთეთ, ხალხს აჩვენეთ, გამოსავალი სად არის. ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გაქვთ. არ შეიძლება, მუდმივად აზა ჩალიჩავასნაირი მოქალაქე აჩვენებდეს გმირობას, დანარჩენები კი დადიხართ შარვალ – კოსტუმში გამოწყობილი და ლაი-ლაობთ. როგორ უნდა შესთავაზოთ ხალხს პოლიტიკური გამოსავალი, შიშებში ხართ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ტატა ხვედელიანი – საგამოძიებო კომისიის ინიციატივას ვინც მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება

დღეს ჩემი სიტყვა განათლების რეფორმაზე უნდა ყოფილიყო, რომელიც „ნაცების“ დროს ციხეების უფროსმა, მიქანაძემ და „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერმა, კობახიძემ წარადგინეს. მაგრამ გუშინ თქვენი გუნდის წევრების კომენტარები მოვისმინე, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი თურმე აღარ არსებობს „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით, რადგან თურმე თქვენივე თავი ობიექტურად გამოგიძიებიათ და დაგისკვნიათ, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს წყალში „კამიტი“ კი არა, სხვა ნივთიერება გაგირევიათ, – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტში უმრავლესობის წევრებს.ხვედელიანის თქმით, ვინც საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება.„თქვენი ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები რომ გვერდით გადავდოთ, ჯერ დასანქცირებულმა გომელაურმა, შემდეგ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, შემდეგ კი სუს-მა თავისი ბრიფინგით აღიარეს, რომ წყალში ნივთიერების გარევა მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის, რაც უკვე დანაშაულია. როგორც ვხვდები, ეს თქვენმა დეპუტატებმა ინფორმაციის დონეზე არ იციან. არ იციან, რომ წყლის ჭავლში ნებისმიერი სხვა ნივთიერების გარევა დანაშაულია. თქვენივე პირით ნაღიარები ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას კი ახლა იმით ცდილობთ, თითქოს ეს ნივთიერება „კამიტი“ არ ყოფილა. არც მე ვამბობ, რომ ეს „კამიტი“ იყო. მაგრამ თქვენც და ჩვენც ვთანხმდებით, რომ ნივთიერების გარევა მოხდა, ანუ დანაშაული უკვე ჩადენილია, აი, რა ნივთიერება იყო და რა დოზებით, ამაზე თქვენს გამოძიებას ვერ ვენდობით, იცით, რატომ? რადგან თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დალეწეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოთ გაიმეტეთ, დაკავებულ ადამიანებს, დაკავების შემდეგ მანქანებში სცემდით, ახალგაზრდებს ჯერ სახლებში ტელეფონებზე ურეკავდით, აგინებდით, აშინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს და არც ქალებს. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი მსგავსი ფაქტი არ გამოიძია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვა. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შინაგან საქმეთა მინისტრი და მოადგილეები „მაგნიტსკის სიაში“ შევიდნენ. თუ თქვენ გგონიათ, რომ დრო გავიდა და ეს ძალადობის კადრები გაქრა ან ხალხს დაავიწყდა? თუ ასე გგონიათ, ძალიან ცდებით, „ნაცების“ მაგალითზე მაინც უნდა იცოდეთ, რომ ესეთები ქართველი ხალხის გონებიდან არ იშლება.და ამ ყველაფრის მერე, თქვენ გინდათ, რომ სიტყვაზე გენდოთ, რა ნივთიერება გაურიეთ წყალში, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები მოწამლეთ? თან მას შემდეგ, როცა თქვენ თვითონვე აღიარებთ დანაშაულს, რომ წყალში ნივთიერება იყო გარეული? ამას თქვენ ვერ გამოიძიებთ. ამიტომ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისია, რომელიც თქვენს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან საქმე მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკებს ეხება. და უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება. ვინც გეუბნებათ, რომ წყალში „კამიტი“ არ იყო გარეული და ამით გამშვიდებთ, უბრალოდ გატყუებთ. ხოლო თქვენს პრემიერ-მინისტრს ოდნავი პოლიტიკური ალღო რომ უმუშავებდეს, ახლა თავისი ნებით უნდა იყოს გადამდგარი. თუნდაც მისი გადადგომის ტექსტი, ისევ სხვისი წასაკითხი გახდეს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

საგანგაშოა, როდესაც ბრიტანეთის ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ორმაგად საგანგაშოა, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის სტუდენტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაზიანებულია და „ქართული ოცნების“ მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციასთან მიმართებით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგა“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა, როდესაც ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირადად არის ჩართული.„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორმაგად არის საგანგაშო, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით.წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ „ბიბისიზე“, ბრიტანულ ტელევიზიაზე, სადაც ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში – ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, რა თქმა უნდა, გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Politico: აშშ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას შეამცირებს

აშშ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Politico ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას მას შემდეგ შეამცირებს, რაც „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ბოლო ტრანშს გადაურიცხავს.ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წელს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო მიღებული.როგორც Politico წერს, მომავალ წელს უკრაინას 71,7 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტი ექნება. კიევი იძულებული იქნება აპრილიდან სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, თუ მანამდე მას დაფინანსების ახალი წყარო არ გამოუჩნდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) რიგით 24-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჰააგაში გაიმართა. ასამბლეა 1 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა - ტომოკო აკნემ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდენტმა - პეივი კაუკორანტამ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენერალური დებატების სესიაზე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ დაადასტურა საქართველოს თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სადაც სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია გაიზიარა და შედეგად რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასამბლეის ფარგლებში გამართა შეხვედრები რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებთან, პროკურორებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სამართლებრივ დისკუსიებში სასამართლოს საქმიანობის საკითხებზე.

ბოლო სიახლეები