ორშაბათი, მარტი 2, 2026

დათო მაღრაძე: არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი

არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი, – განაცხადა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა, პოეტმა დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისივე თმით, პოლიტიკაში მხოლოდ ორი კატეგორია მუშაობს – ვის რა ინტერესი და შესაძლებლობები აქვს.

„არ მგონია, ისეთი არბიტრი არსებობდეს გარე სამყაროში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად აინტერესებდეს, ვიდრე თავისი. ყველა “არბიტრი” ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ჩადებს არბიტრობაში. აქ ერთადერთი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა. არანაირი გარე არბიტრი არ სჭირდება ქვეყნის განვითარებას, რომელიც იდეაშიც არ არსებობს. არბიტრი ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილი. ამ კრიტერიუმებით არ აზროვნებენ პოლიტიკაში. კატეგორიები: კეთილი, მეგობარი, პატიოსანი, არ არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში. მხოლოდ ორი კატეგორია მუშაობს – ვის რა ინტერესი და შესაძლებლობები აქვს. ჩვენი არბიტრია ჩვენი ხალხი“,- აღნიშნა მაღრაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა."ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.

გიგა ფარულავა: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოკლებულია

ჩვენი ინფორმაციით, ეს ოფიციალური ვიზიტი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაცია შტატებში ამერიკელი კონგრესმენის მოწვევით გაემგზავრა.„მათ შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება. ეს არის ამერიკელი კონგრესმენის პირადი მიწვევა. ექნებათ შესაბამისი შეხვედრები და ამას დადებითი ეფექტი ვერ ექნება.ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოკლებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მმართველი გუნდი.ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ურთიერთობა გადატვირთოს, ეს დიდი უბედურებაა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ასეთ პოლიტიკურ გასაჭირში არ მიატოვებს“,- განაცხადა ფარულავამ.​შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია. ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში – მიხეილ სააკაშვილი

ირანის ლიდერების მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური სცენარი საქართველოში სურს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა."დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" - წერს სააკაშვილი, რომლის განცხადებაც მმართველი გუნდისთვის მავნებლობის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გაგრძელებაა.

ბოლო სიახლეები