ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

დავით უსუფაშვილი: „ოცნება” კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორი

„ოცნება” კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ, ეს მაშინ როცა პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ რაღაცების დაჩქარებულად გაკეთებას, ჩვენ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე „ოცნების” მიერ შერჩეულ და შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად პრეზიდენტს ან დაემუქრება ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, “ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით”.

„პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა გუშინ გვიან ღამით დღეისთვის, პარასკევისთვის. ეს უცნაური მოვლენაა, რადგან ბიურო ორშაბათობით ტარდება ხოლმე და რა თქმა უნდა, გულმა რეჩხი გვიყო ბევრს, ესეიგი რაღაცაშია საქმე და გაირკვა, რაშია საქმე -” ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რომლითაც გარდაუვალია “ოცნებასა” და “ოცნების” მიერ შერჩეულ პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლა, არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. საქმე ეხება პროექტს, რომელიც წინა კვირაში შემოვიდა, რაც მოჰყვა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და “ოცნების” უკმაყოფილებას, რაც გადაიზარდა სხვადასხვა ტიპის მუქარაში, რომ წავიდოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიღაცამ იმპიჩმენტიც ახსენა, მერე დაიწყეს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა, რომ რაც შეიძლება მეტად მოათვინიერონ პრეზიდენტი და შემოვიდა ეს კანონპროექტი 22 მარტს, გასულ სამშაბათს, პროექტი ბიურომ გადასცა კომიტეტს განსახილველად და დღეს უკვე ინიციატორები მიმართავენ ბიუროს, რომ გასულ 2 დღეში კომიტეტზე არავის არაფერი საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია და მზად ვართ დაჩქარებულად განვიხილოთ პროექტიო. კომიტეტზე წინადადებების წარდგენა ხდება, როცა კომიტეტის სხდომა დაინიშნება და განხილვა იქნება, კომიტეტს 30 დღე ეძლევა განსახილველად და 2 დღეში ამბობენ, შენიშვნები რადგან არ არის, დაჩქარებულად განვიხილოთო. პარასკევს ბიუროს ჩანიშვნა იძლევა საშუალებას, რომ მომავალი კვირის განმავლობაში პროექტი უკვე იქნას დაჩქარებულად განხილული, წერტილდასმული და პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გაგზავნილი,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის ავტორიტეტს დააზიანებს.

„ეს ყველაფერი რომ მხოლოდ იურიდიული და ტექნიკური საკითხები იყოს, თქვენს ყურადღებას ამაზე არ შევაჩერებდი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როცა ქვეყანას უკიდურესად ესაჭიროება კონსოლიდირებული სახელისუფლებო სისტემა, პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, ასეთ ვითარებაში “ოცნება” კვლავ დგმას ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ, ეს მაშინ როცა პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ რაღაცების დაჩქარებულად გაკეთებას, ჩვენ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე “ოცნების” მიერ შერჩეულ და შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს არის უკიდურესად კონტრპროდუქტიული, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ვფიქრობდი, “ოცნება” გაიაზრებდა რაღაცებს და ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს როგორღაც ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, რომ პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე ბევრი რამ ახდენს გავლენას და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. ვწუხვარ, რომ ასეთი ამბის მაცნე გამოვდექი დღეს საზოგადოებისთვის. მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად პრეზიდენტს ან დაემუქრება ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები.ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.უძრავი ქონების მესაკუთრე ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე სოსო სუჯაშვილი გახდნენ. მათ ყოფილ მფლობელს ბინის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა.ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” - ამბობს ოჯახის ახლობელი.მოთხოვნა ყოფილი მეპატრონის გაღიზიანებას იწვევდა, 11 ნოემბერს კი ის ცოლ-ქმარს სახლის სადარბაზოსთან დახვდა და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

რა სასჯელი ემუქრებათ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმისთვის

ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს.გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს - ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს.„ეს მუხლი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერაბ დვალიშვილი მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანს, ვინაიდან საქმეში არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს“, - წერს გამოცემა.ამასთანავე, 392-ე მუხლის მიხედვით, 3 ან მეტი პირის მონაწილეობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე ძმაო ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!” – წერს ცოტნე ივანიშვილი.როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

ილია თოფურია – არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია –...

არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია."არსებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ჯგუფი.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა

თბილისში, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.რაც შეეხება უშუალოდ მომხდარის მიზეზებს, უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები