პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა

„ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ მას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი ფუნქცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას. თუ – არა, შედეგებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი გაგრძელდა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.

სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ფილიპინებში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც „კალმაეგი“ ვიეტნამს დაატყდა თავს და სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.ამასთან, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვიეტნამში მეწყერი გამოიწვია, დაზიანდა 2 800-ზე მეტი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს.

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია ემოციურ განცხადებას აკეთებს

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :“ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი ,,სანტი-ბასლა,,ზუსტად ისეთი კაცი დადგება რაც მისი მამიკო იყო სხვაგვარად წარმოუდგენელია მთელ,თავის რესურს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი 100% გამაამართლებს ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება. მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ❤️❤️❤️❤️✊🏼” – წერია პოსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა

მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები, არამედ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე – მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს, სტატისტიკურადაც, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსხვავება არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის და აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.სარჯველაძის თქმით,  დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელებისას  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.„პაატა იმნაძემ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ნათლად ახსნა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება როდესაც ხდება, ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს. სტატისტიკურადაც კი, აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში არ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, მაგრამ რაიმე არასტანდარტული და არანორმალური არ ხდება. კვლავ ძალაშია ჩვენი მოწოდება – ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ თვითონ დაავადების გავრცელებაც არ ხდება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. კანზე უნდა იყოს ხანგრძლივი დროით შეხება, ასე ხსნიან სპეციალისტები. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტი არ არის ქსელში. ესეც მცდარი ინფორმაციაა. მედიკამენტი თავისუფლად ხელმისაწვდომია რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მუნთან მიმართებით განგაშის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები