ჩვენ არ ვიცით რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში,- ამის შესახებ საჯჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერით, მინიმუმ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. ,,უკრაინულ ქსელში დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ქართული სასამართლოს ორი განსასჯელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, მათი დიალოგის მცირე ნაწყვეტს წარმოადგენს. ხსენებულ პირებს ზოგადად აკლიათ აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარი, თუმცა მათი სიტყვებიდან როგორც მინიმუმ ვიგებთ უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად წარმოჩენა ოპოზიციური ერთობის მთავარი პოსტულატია და ამ სტერეოტიპის დასამკვიდრებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ. სააკაშვილი და ადეიშვილი ჩანაწერის მიხედვით წუხან, რომ გვარამიამ ვერ მოითმინა, ოფიციალურ უწყებას დაასწრო და ბრიფინგზე გაახმიანა მისთვის ცნობილი ინფორმაცია და ვერსია დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის გეგმებისა და განზრახვის შესახებ. ოფიციალური უწყება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ჯერჯერობით საქმე ძიებაში აქვს, დეტალებს არ ახმიანებს, თუმცა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავარ ასპექტში შორს არ არის გვარამიას ვერსიისგან. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ არ ვიცით რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში. ოღონდ, მაშინ აღარ გამოდის მთავრობის რუსეთუმეობის გაყიდვა ქართველ ამომრჩეველზე და გამოდის რომ ოცნების ხელისუფლების მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. გვარამიას პატრონების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზიც სწორედ ესაა, ცხადია ისიც, რომ გვარამიას მოუწევს ჩვენების მიცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის და მათთვის ინფორმაციის მიწოდება”,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა. აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია. ,,მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ პოლიტპატიმრად თვითგამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სტაბილურობის და სიმშვიდის საჭიროებაზე საუბრობს, ხოლო ხელისუფლების რუსეთთან კავშირის ახსნას სპეკულაციითა და შეთქმულების თეორიული ვერსიით ცდილობს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია, როცა ოპოზიციური მედიაც სვამს შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის ამსახველ მთავარ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე პასუხად შეთქმულების თეორიას იღებს. თუკი თეორიებს გავყვებით, დავინახავთ, რომ ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი თეორიის შემუშავებისთვის, გარდა შეთქმულების ისეთი თეორიისა, რომელიც ნაცმოძრაობის კარამდე მიდის. საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გამორიცხავენ ამას, რომელი ლიდერი ჰყავს ნაცმოძრაობას ძალაუფლებისთვის რამის არმკადრებელი? რაც შეეხება ჩანაწერს. ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ უკრაინაში მათი მოქალაქის და ბოლომდე გაურკვეველი რანგის საჯარო თუ არასაჯარო მოხელის ჩარევას და ჭარბ ყურადღებას მეგობარი ქვეყნის შიდა საქმეებში და რა რეაქცია ექნებათ პოლიტიკურ ფიგურებს“,- აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.
გურამ ნიკოლაშვილი: ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია
ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ
ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს
დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.
ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ირაკლი კუპრაძე – ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი
რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ალიანსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, ყველა ოპოზიციურ პროექტს ვუსურვებთ წარმატებას, ეს არის ცალსახა პოზიცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული.„პოზიცია ცალსახა და უცვლელია – „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას, დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შევაჯამებთ – ეს არის პროცესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი. მათი კრიტიკა და მათთან არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩემს არც სურვილებში და არც ინტერესში არ შედის.მარტივი მოცემულობაა, ჩვენ ვეძებთ სხვა ბუნებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ ხაზებსა და ჩვენი ამომრჩევლის ბუნებასთან თუ სურვილთან ახლოს არიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.კითხვაზე, – „რა ხაზები აქვთ ალიანსის წევრ პარტიებს, რაც თქვენთვის მიუღებელია?“ – კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს უნდა ჰკითხონ.
