საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან, – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ამასთან ერთად, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.