სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული დარბაზები მოეწყო

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კანადური სამშენებლო კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.

ღონისძიებას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდა. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარზე მეტია. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა – 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება.

პროექტი საფუძველს უყრის საქართველოსა და კანადას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, და მისი წარმატება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში კანადური ინვესტიციების ზრდის სამომავლო გარანტიაა. ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.

პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას – ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პატიმარი გიორგი დავითაძეს საქმეს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პატიმარის განცხადება, თითქოს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, სარწმუნო არ არის, რადგან ის ექსპერტიზას არ თანხმდება.“მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას.გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?!ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა მკვლევრებმა ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით საჯარო ლექციები გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა საჯარო ლექციები გამართეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვევით, საჯარო ლექციებს უძღვებოდნენ FAU Erlangen-Nürnberg-ის N-Squared Lab-ის (გერმანია) მკვლევარი და დოქტორანტი რაულ სიმპეტრუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მკვლევარი სალომე ფიროსმანიშვილი.საჯარო ლექციებს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.რაულ სიმპეტრუმ თავისი თემის - „კუნთები, მანქანები და მოძრაობა: EMG-ის როლი სიმულაციასა და რეაბილიტაციაში“ - ფარგლებში ისაუბრა თანამედროვე EMG ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლებლობებზე ადამიანის მოძრაობის კვლევის, რობოტიკისა და რეაბილიტაციის კუთხით. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა თავისი კვლევის ინტერესები, რაც მოიცავს ნეიროინტერფეისებს, ელექტრომიოგრაფიას (EMG) და ადამიანის მოტორულ კონტროლს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიმართულია ნეირომუსკულური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენისა და გაუმჯობესებისკენ. რაულ სიმპეტრუმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ ეხმარება მანქანური სწავლება ნეირორეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანად მართვასა და ბიომექანიკური სიმულაციების შექმნაში.სალომე ფიროსმანიშვილის თემა - „ნეირონული აქტივობიდან ელექტრულ სიგნალამდე და პირიქით“ - ეხებოდა ნეირონული იმპულსების (სპაიკების) დამუშავებისა და მათი ელექტროფიზიოლოგიურ სიგნალებად გარდაქმნის მათემატიკურ და საინჟინრო მოდელებს. მან ისაუბრა ნერვული სისტემიდან წამოსული ბიოსიგნალების დეკოდირების მეთოდებზე, ციფრული ფილტრაციის ალგორითმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს მაღალი სიზუსტის მონაცემთა მიღებასა და ინტერპრეტაციას ბიოსამედიცინო კვლევებში.ორივე მკვლევარმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუდიტორიას გააცნო ის კონკრეტული თანამედროვე მოწყობილობები და მონაცემთა შეკრების უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი კვლევის პროცესში იყენებენ, რამაც სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, მსგავსი ტიპის საჯარო ლექციების გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.„როდესაც ახალგაზრდა მეცნიერები თავიანთი კვლევების შესახებ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას, ეს ქმნის ცოცხალ აკადემიურ პლატფორმას გამოცდილების გაცვლისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან ისინი თეორიულ მასალასთან ერთად, ნათლად აღიქვამენ მეცნიერების პრაქტიკულ და გამოყენებით მხარეს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს. პედაგოგებისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, თვალი ადევნონ საერთაშორისო სამეცნიერო ტენდენციებს და სასწავლო პროცესში უახლესი მიღწევები შემოიტანონ. ასეთი შეხვედრები საფუძველს უყრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების დასახვას“, - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მუდმივად ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პრაქტიკასა და კვლევაზე დაფუძნებული განათლება. დეკანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასეთი ტიპის საჯარო ლექციები ფაკულტეტის ორგანიზებით მომავალშიც ხშირად გაიმართება, რაც გახდება გარანტი იმისა, რომ სტუ-ის სტუდენტები მუდმივად იქნებიან ინტეგრირებულნი გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, დროულად მიიღებენ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც მზად იქნებიან უპასუხონ თანამედროვე შრომის ბაზრისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინდუსტრიის გამოწვევებს.

თბილისი-მარნეულის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

თბილისი-მარნეულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია ერთი პირი, ხოლო სამი დაშავდა.უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს – ჩვენი გუნდი მზადაა, მზადყოფნა რუსეთის მხრიდან არის საჭირო

ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.„ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის მზადაა. მზადყოფნა რუსეთის მხრიდან არის საჭირო. ახლა დიპლომატია რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ამჟამად, ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებსა და ევროპის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე არიან ორიენტირებული“, - აცხადებს ზელენსკი.მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფრო უკეთ იცის, თუ რა ხდება ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში და დარტყმების სტატისტიკას უკეთ იცნობს, ვიდრე იმას, თუ რა სიტუაციაა რეალურად ფრონტის ხაზზე.„მისი პრიორიტეტები ნათელია. ამერიკისა და ჩვენი ყველა ძლიერი პარტნიორისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ის, რომ რუსეთს მკვლელობის ნაცვლად დიპლომატიისკენ უბიძგონ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

პირველი ტაიმის შემდეგ – საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩში ფრე ფიქსირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგაზე მეოთხე მატჩს მართავს. „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრობენ.პირველი ტაიმის შემდეგ, ორივე გუნდის დიდი მონდომების მიუხედავად, გოლი არ გასულა – 0:0.

ბოლო სიახლეები