“მოლაპარაკებები იყო ეს რამდენიმე დღე და ბოლოს ჩვენ მივედით კონსესუსამდე“,- ეს განცხადება კომპანია „სილქ როუდ ჯგუფისა“ და კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა საქართველოს პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიზნესი ცვლილებების შედეგად ბედნიერი არი არის თუმცა, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მისთვის და მისი კომპანიისთვის მისაღები და შეთანხმებულია. „რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ წამოვიღეთ რაც ჩვენ გვინდოდა და როგორც, მე მიმყავდა ეს მოლაპარაკება და მინდა აღვნიშნო სიმართლე, რომ ჩვენ ბოლოს შევთანხმდით. რა თქმა უნდა, მძიმე იყო თავიდან , მაგრამ ეხლა, დღევანდელ დღეს რაზეც შევთანხმდით და ეს აისახება საბოლოო რედაქციაში, ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსესუსამდე მივედით. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ რა თქმა უნდა 100% ბედნიერები ჩვენ არ ვართ. თუმცა, ვაფასებთ, რომ ვიმუშავეთ და პრინციპში ვთვლი, რომ ნორმალურია და მისაღებია საბოლოოდ რაც ჩაიწერა, თუმცა ყოველთვის არის რა თქმა უნდა უკეთესის მოთხოვნა და სურვილი ბიზნესისგან“,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე. მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომუნიკაციების კომისიასთან მუშაობის შედეგად მისი კომპანიისთვის ყველაზე პრინციპული საკითხები ახალ რედაქციაში გათვალისწინებულია. „საბოლოო ჯამში პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესთან და კომისიასთან ვიმუშავეთ და შევჯერდით. რა თქმა უნდა ეს 29-ე პუნქტი სულ , რომ არ ყოფილიყო ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს შეცვლა. ანუ რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა რომ შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ჩვენი მოთხოვნა ეს იყო, და ეს იყო პრინციპული მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია“,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
გიორგი რამიშვილი: „ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსესუსამდე მივედით“
„ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება მეტროში დაღუპულ ახალგაზრდაზე
მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო და ძალიან უყვარდა ბუნების პეიზაჟების გადაღება.
30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
„ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება, განსაკუთრებით ბუნებას უღებდა“,- ამბობს ლაშას ახლობელი.
„უბრალო გულიანი ბიჭი იყავი... მშვიდობით, ამირეზ...“ „ლაშა როგორ დაგვწყვიტე გული“,- წერენ სოცქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც ლაშას ხელი ჰკრა, მას არ იცნობდა.
რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – რა ვითარებაა ადგილზე
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბავს.
ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი.
ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.
ავსტრალიაში ლაბორატორიიდან გაუჩინარდა ასობით ფლაკონი, რომელიც შეიცავს მომაკვდინებელი ვირუსების ნიმუშებს
ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან სასიკვდილო ვირუსების შემცველი ასობით ფლაკონი გაუჩინარდა. ამის შესახებ Newsweek წერს.
სულ 325 ფლაკონი განადგურდა ან ამოიღეს უსაფრთხო საცავიდან, მათ შორის 223 ფლაკონი შეიცავს ლიზავირუსის პათოგენს, რომელსაც აქვს თითქმის 100% სიკვდილიანობა და არ იკურნება. თუმცა, ადამიანები თითქმის არასოდეს ავადდებიან ამ ვირუსით. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის და შემთხვევათა 57%-ში ფატალურია, ასევე ჰანტავირუსის ორი ფლაკონი, რომელიც წარმოშობილია ვირთხებიდან და 38%-ში ფატალურია.
დაკარგული ნიმუშების შესახებ გამოაცხადა კვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრმა ტიმ ნიკოლსმა. მისი თქმით, ეს მოხდა 2021 წელს ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლების სერიოზული დარღვევის შედეგად, მაგრამ დანაკარგი მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს.
თუმცა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნიმუშები არ არის მოპარული. დაკარგვის სავარაუდო მიზეზი იყო გადაუდებელი შემთხვევა - საყინულეს ავარია, რომელშიც ისინი ინახებოდა.
თეა წულუკიანი – ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან...
ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია, რადგან თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა და გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია.
„ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე ვირო და მოგცემ , პატარა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რაღა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე.
ეს ხელისუფლება არსად არ მიდის იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა და ასეც იქნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოამზადებს.
მკვლელობა მეტროში – ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო
მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება "კურიერმა" გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.
ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ. "კურიერის" ინფორმაციით, ამირეზაშვილი ზემო ხანდაკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში კი სამუშაოდ, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა.
რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს.
ხვალ, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.