ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026

გიორგი მიქაუტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი შენობა სჭირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი შენობა სჭირდება. გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ დამატებითი შენობა საჭიროა და დღეს არსებული შენობები უფუნქციოდ არ დარჩება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“სამივე მიმართულებით არის საჭიროება ფართის მომატების საქალაქო სასამართლოში. მშენებარე ფლიგელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქალაქო სასამართლოს მოთხოვნილებებს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ნაწილი საქალაქო სასამართლოსი ბულაჩაურის ქუჩაზეა განთავსებული.

სასამართლოს გადაეცა გარკვეული მიწის ნაკვეთი არსებული შენობის მიმდებარედ. საუბარია ამ მიწის ნაკვეთის განაშენიანებაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ საქალაქო სასამართლოსთვის ამ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე აშენებულიყო შენობა. ახლა საუბარია ტექნიკურ დეტალებზე.
34 მილიონი გამოყოფილი არ არის. ეს არის საორიენტაციო ღირებულება იმ მომავალი განვითარების, რომელზეც საუბარია. შესაძლებელია ის თანხები, რომელიც ივარაუდებოდა ამ შენობისთვის, არ აღმოჩნდეს საკმარისი და ბიუჯეტის კორექტირებასთან გვქონდეს საქმე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. თემაზე მსჯელობა გაგრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე – ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“ – ხმაური იყო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გაღიზიანება სასამართლოს შენობაში ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის შესვლამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს! უპასუხე, გიგა სასიკვდილოა?",- მიმართა ეკა კუპატაძემ ადვოკატს.სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.„ეს არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ, ასე რომ, ისინი არ დაიკითხებიან. საქმეში მყარი და პირდაპირი მტკიცებულებებია, დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებებს გაიზიარებს სასამართლო და მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დანაშაულს სჩადის არასრულწლოვანი, მაშინ ხომ არის დანაშაულისთვის მომწიფებული? ასევე მიმღებლობა უნდა ჰქონდეს სასჯელის ზომის მიმართ. ის, რომ არასრულწლოვანია და გოგონაა, არ ამართლებს იმ სასტიკ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს. არავისგან წუხილი არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ინტენსიურ რეჟიმში ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. უზრდელი სიტყვებით, საცინლად იგდებენ ამხელა მკვლელობას, არავის არაფერს ვაპატიებ!თქვენ შეგნებულად არ დაგისვამთ კითხვა და მადლობა, ამისთვის, დიახ, პროფესიონალს დღეს ჩემთვის არ უნდა დაესვა. ყბადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. პირველ წინადადებაში -"არავინ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა, გიგა ავალიანი იმსახურებს სიკვდილს"! ამისთვის ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, ვპირდები გიგა ავალიანს! მეორე წინადადება - სხვისი დანაშაულისთვის სხვა არ უნდა დაისაჯოს. გიორგი ლეკიშვილი პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის და არა სხვისი დანაშაულისთვის",- განაცხადა კუპატაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – საბურთალოზე, მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.კომპანიის ცნობით, საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან, 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები.„წყალმომარაგების დაზიანებული მილის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რის შემდეგაც გამრეკელის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.ჯივიპი სრულად იღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი ფართიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, კომპანია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ამასთანავე, კომპანიის სპეციალურმა ჯგუფებმა ადგილზე უკვე მოახდინეს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანების პირველადი შეფასება. მიყენებული ზიანი თითოეულ მოქალაქეს აუნაზღაურდება.ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით ჯივიპიმ ინციდენტის დადგომისთანავე უზრუნველყო აბონენტების წყალმომრაგების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა, შესაბამისად, წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში. 

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი!

მეგობრებო! ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი!ყველაზე მთავარი! აქ ხმის მიცემა ჩვენ, ყველას შეგვიძლიაშეგვიძლია დავატრიალოთ სასწაული? გიტოვებთ ხმის მიცემის ბმულს https://vote.globesoccer.com/vote/best-men-player-2026/

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა შემოქმედი, რომლისთვისაც პოეზია იყო შინაგანი სამყაროს, ადამიანური განცდების, სულიერი ფასეულობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამოხატვის განსაკუთრებული საშუალება. მისი შემოქმედება, პოეტური სიტყვა და პიროვნული დამოკიდებულება კულტურისა და ლიტერატურისადმი იმ შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც მკითხველთა მეხსიერებაში დარჩება.განსაკუთრებით ემოციური და სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ პოეტის ბოლო პოეზიის საღამო მის ალმა-მატერში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გაიმართა. ეს იყო ერთგვარი სულიერი დაბრუნება იმ აკადემიურ და შემოქმედებით გარემოში, რომელიც მისი ცხოვრების, შემოქმედებითი გზისა და პიროვნული მოგონებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მშობლიური უნივერსიტეტის სცენაზე წარმოთქმული მისი პოეტური სიტყვა, შეხვედრა მსმენელთან, შემოქმედების გაზიარება და ის ემოციურად სისხლსავსე ატმოსფერო, რომელიც თან ახლდა ამ საღამოს, საუნივერსიტეტო საზოგადოების მეხსიერებაში განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება.დღეს, პოეტის გარდაცვალების შემდეგ, ეს უკანასკნელი შეხვედრა, უკანასკნელი პოეზიის საღამო კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თითქოს მისმა პოეზიამ თვითონ აირჩია სიმბოლური დასასრული - დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში, იმ სივრცეში, სადაც ცოდნა, მეცნიერება, საინჟინრო აზროვნება, სახელოვნებო ტრადიციები თაობებს აერთიანებს.ამ მძიმე წუთებში თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვუსურვებთ გამძლეობას ამ უდიდესი დანაკარგის გადასატანად.ალექსანდრე (საშა) გველესიანის ხსოვნა დაივანებს მის პოეზიაში, მის მიერ დატოვებულ სიტყვაში და იმ ადამიანების გულებში, რომელთათვისაც მისი შემოქმედება ძვირფასი იყო; მისი უკანასკნელი პოეზიის საღამო კი, სამუდამოდ დარჩება იმ თბილ და ემოციურ მოგონებად, რომელიც პოეტსა და მის ალმა-მატერს შორის არსებულ სულიერ კავშირს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.ცნობისთვის, ალექსანდრე გველესიანის ავტორობით გამოიცა ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე - დიდი დათვი“.

ბოლო სიახლეები