ჩემი პრეზიდენტობისას ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტებზე მას უარი ეთქვა წერილობით, ირაკლი კობახიძემ და “ოცნების” წევრებმა კი თქვეს, რომ ეს ამბავია გამოსაკვლევია, რადგან ამით კონსტიტუცია დაარღვიაო და ეს რამეს ხომ არ გაგონებთ? – რაზეც მეოთხე პრეზიდენტი პასუხობს:
“კი, ოღონდ ვერ ბედავდნენ, რომ სადმე არ დაეფინანსებინათ ვიზიტები. იქ იყო მცდელობები, რომ წერილი დაემალათ, რაღაცა ჩაენაცვლებინათ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ბედავდნენ, რომ არ დაეფინანსებინათ რომელიმე ვიზიტი.
ისევ რომ მივუბრუნდე საქართველოს პრეზიდენტებს, მე დღესაც მიმაჩნია, რომ შერიგების და გაერთიანების მთავარი სიმბოლო სამი პრეზიდენტის ერთობლივი პოზიცია იქნება. 24 თებერვლის მერე ბევრი რამე შეიცვალა და რეალობას უნდა შევხედოთ. საქართველო ეგზისტენციური არჩევანის წინაშეა და ამ არჩევანში ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ერთიანობას და ვიცავთ ყველანი ერთად, ან იქნება სერიოზული გამოწვევები. 24 თებერვლის მერე ყველაზე ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.