ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება.

„თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალსწინებს, ასევე სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონცეფციით სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული: ეს არის ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სისტემაში თავისი ადგილი ისე იპოვოს, რომ სამოქალაქო ატივობას არ მოწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მიხაილო ფედოროვი – ვფიქრობ, დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ნელ-ნელა ვმარცხდებით

ვფიქრობ, ახლა დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან, ნელ-ნელა ვმარცხდებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, კიევს რამდენიმე თვე დარჩა, რათა მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რაც მოვლენების მის სასარგებლოდ შეცვლას შეძლებს.„ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის დამარცხების ყველა შესაძლებლობა. დამარცხებაში ომში გამარჯვებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმეთვიანი შესაძლებლობების ფანჯარა ლოგისტიკური ბლოკადის დასასრულებლად, საშუალო რადიუსის დარტყმების საშუალებით ყირიმის იზოლაციის მოსახდენად და ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.როგორც უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინას კვლავ აქვს გამარჯვების „ყველანაირი შანსი“, თუმცა სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.„ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და ვიცი, რომ ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ომის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პოლიტიკის უმეტესი ნაწილი პრეზიდენტს სწორედ ჩვენმა გუნდმა შესთავაზა, რომ ჩვენ ნულიდან შევქმენით დრონების არმია და ბევრი სხვა რამ, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ახლა მხოლოდ ჩემი სინდისი მიბიძგებს წინ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.მიხაილო ფედოროვის განცხადებით, უკრაინას არ აქვს მკაფიო, საერთო ხედვა, როგორ უნდა გაიმარჯვოს ომში, ხოლო ქვეყნის შესაძლებლობებს ინოვაციების ნაკლებობა ზღუდავს.ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანას ასევე აფერხებს ფესვგადგმული კორუფცია და გავლენიანი ჯგუფების პატრონაჟზე დაფუძნებული ქსელები, ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, როგორც ფედოროვმა განაცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.„ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკა და ჩემი შესაძლო მონაწილეობა პოლიტიკაში მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვიხილოთ, რაც დემოკრატიული ციკლი აღდგება და ყველა კანდიდატისთვის იქნება თანაბარი თამაშის წესები, იქნება ეს პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების თუ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ფედოროვმა.მიხაილო ფედოროვის განცხადებების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას ფედოროვი ომის მიმდინარეობაზე პოზიტიურად საუბრობდა და ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მისი პირადი სტატუსია.

ირაკლი ღარიბაშვილი – აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს,...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ აღარ აპირებს "ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას და ხაზს უსვამს, რომ აზრს ვერ ხედავს იაროს სასამართლო სხდომებზე და დასძენს: "მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!".ექსპრემიერის თქმით, აღარც ის აინტერესებს, რომელ "პატიმარს ან მძევალს ზეწოლის მეთოდებით" რას "დააწერინებენ" მასზე რა ბრალს წაუყენებენ.ღარიბაშვილი ამბობს, რომ "დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლის, უსამართლობისა და ბოროტების" პირისპირ, მისი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი სიმართლეა, რასაც ხალხის სამსჯავროზე გამოიტანს.„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!", - წერს ღარიბაშვილი.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება 24 აგვისტოს წაუყენეს.

ირაკლი ღარიბაშვილი – აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე, ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება – მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და...

მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.როგორც ღარიბაშვილი წერს, მის წინააღმდეგ დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.ექსპრემიერის თქმით, აღარ აპირებს "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას, შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა დასძენს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფას პერსონალურად პროკურორებს და მოსამართლეებს არ აყენებს, უბრალოდ, რადგან ეს არის პოლიტიკური პროცესი და იცის, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა.მისი თქმით, არ აინტერესებს, რომელ პატიმარს ან მძევალს ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ მასზე და რა ბრალს წაუყენებენ.„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც ფონდი განმარტავს, „ქართუმ“2018 წელს შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა 2 000 ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.ამასთან, „ქართუს“ ცნობით, სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.მათივე განმარტებით, „თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“.„ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას.მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხი მილიარდ ას ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი (4’104'429’484) ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები.ამ უპრეცენდენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა ექვსას თხუთმეტი ათას ას სამოცდაოთხი (615’164) პირის ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი (1’387’296 ) სესხის პატიება.პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდაოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო.ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები