სამშაბათი, მარტი 3, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და რკინიგზა

“ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, “ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.

პროექტი KTW-ჯგუფს (“კახური ტრადიციული მეღვინეობა”) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.„არასდროს ყოფილა ე.წ. ირანული საფრთხე. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის ღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, – წერს არაღჩი. 

ილია წულაია შუა აღმოსავლეთში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ილია წულაია შუა აღმოსავლეთში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს,,შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: მოგესალმებით მეგობრებო, დღეს, 3 მარტს 16.00-ზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14.00მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოთ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც ავღნიშნე რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით. ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ!''-წერს ილია წულაია.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა

აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული არის ის, რომ მას არ სურს ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, – განაცხადა ვენსმა.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, – აღნიშნა ვენსმა.

მეუფე შიო – ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას

ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)მართლმადიდებლობის ზეიმზე მისალოც სიტყვაში განაცხადა.მეუფე შიომ ქადაგებისას 1990 წელს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარებაზე გაამახვილა ყურადღება.„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს.დღეს ჩვენ ვზეიმობთ, რამეთუ ვართ საქართველოს ეკლესიის შვილები, საქართველოს შვილები, რომელიც მოაქცია მოციქულთა ქადაგებამ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს ამ საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას და დღესაც, თქვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა.ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ მოვლენას: 1990 წელს ღვთის წყალობით და თქვენი დიდი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, თქვენ ბრძანდებოდით კონსტანტინოპოლში და ყოვლადუწმინდესის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ გადმოგეცათ და თქვენი სახით ყველას, ჩვენ, მთელ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი.ეს იყო დიდი სიხარული, გამარჯვება მთელი ჩვენი ეკლესიისა; ეს იყო შედეგი, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დიდი ღვაწლისა და დიდი ავტორიტეტისა.ამ დიდ მოვლენას, რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში, წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა თქვენი და თქვენი თანამოსაგრე ადამიანებისა, მეცნიერებისა, სასულიერო პირებისა და ასევე, დიდი მუშაობა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.სწორედ თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება კიდევ ის არის, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენი ავტოკეფალია არის უძველესი დროიდან.გილოცავთ კიდევ ერთხელ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ამ დიდ მოვლენას. მინდა, შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი ღვაწლისთვის. ჩვენ გვეამაყებით თქვენ; გვეამაყებით, როგორც ჩვენი სულიერი მამა; გვეამაყებით, როგორც წინამძღოლი, პატრიარქი და ერის მამა, ეთნარქი ნამდვილი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.ვევედრებით უფალს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი დღეგრძელობისთვის, თქვენი სულიერი სიმხნევისთვის და ჩვენი, ყველას – ჩვენი ეკლესიისა და ერის – გადარჩენისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ირანის მხრიდან საფრთხე არ არსებობდა, აშშ-მა მეორედ აირჩია ძალა დიპლომატიის ნაცვლად, ჩვენი პასუხი კანონიერი, აუცილებელი და პროპორციულია

ირანის მხრიდან საფრთხე არ არსებობდა, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა, ამირ საეიდ ირავანიმ განაცხადა.„არ უნდა შევცდეთ, ირანის მხრიდან არავითარი საფრთხე არ არსებობდა. ჩვენი ბირთვული პროგრამა განსაკუთრებით მშვიდობიანია. ჩვენ სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩავერთვებით. მეორედ აირჩია შეერთებულმა შტატებმა ძალა დიპლომატიის ნაცვლად და დაარღვია წესდება. არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ამ თავდასხმას გაამართლებს. ე.წ. პრევენციულ თავდასხმას საერთაშორისო სამართალში საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი პასუხი კანონიერია, აუცილებელია და პროპორციულია“, – აღნიშნა ირავანიმ.მისი თქმით, ირანი საპასუხო დარტყმებისას იერიშებს არ ახორციელებს მოქალაქეებზე.„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგომი საკითხი ნათელია. შეუძლია თუ არა ძლიერ სახელმწიფოს, დაუსჯელად შეუტიოს გაერო-ს სხვა სუვერენულ წევრ სახელმწიფოს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ წესდება აზრს კარგავს. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ეს აგრესია უნდა დაიგმოს და შეჩერდეს“, – აღნიშნა ელჩმა.

ბოლო სიახლეები