პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

გიორგი ვოლსკი: რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მიღების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენთაგანი, არის ის ფრაქციაში გაერთიანებული, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თავის ემოციით, პიროვნული შეხედულებებით მოვიდა დღეს პარლამენტში. უკეთესი და უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვით – პარლამენტამდე. სხვადასხვა ისტორიები გავიარეთ და ბევრ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ რეალურად ერთი მთავარი თემაა, რომელიც წესით, უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული.

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მასში ჩვენს როლს, ჩვენს პოზიციას. ფაქტია, რომ უპრეცენდენტოა ის მდგომარეობა, რაც დღეს გაგვაჩნია საერთაშორისო სტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ კი საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია ჩვენს ისტორიაში, განვითარებაში და სიტუაციის დალაგებაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ არ თქვას, რომ საქართველოში საზოგადოების, ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, ვინც არ უნდა ჩაერიოს. ასე რომ დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრაიცია შევინარჩუნოთ, ისტორიის საუკეთესო ნაწილების რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენ ახალგაზრდობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადაწყვეტილებაც სწორედ საქართველოში გადაწყდა და ვერ გაიზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში გარე ჩართულობაზე საუბრობს. „ცვლილებებს უნდა დავუჭიროთ მხარი და პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა გავაგრძელოთ. ეს არის ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თუ კი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა ის მთავარი ლოზუნგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ არსებობს, სტაბილურობის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება. წარმოდგენილი ცვლილებების დღევანდელი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რაზედაც ჩვენი მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ფილიპინებში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც „კალმაეგი“ ვიეტნამს დაატყდა თავს და სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.ამასთან, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვიეტნამში მეწყერი გამოიწვია, დაზიანდა 2 800-ზე მეტი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს.

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია ემოციურ განცხადებას აკეთებს

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :“ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი ,,სანტი-ბასლა,,ზუსტად ისეთი კაცი დადგება რაც მისი მამიკო იყო სხვაგვარად წარმოუდგენელია მთელ,თავის რესურს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი 100% გამაამართლებს ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება. მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ❤️❤️❤️❤️✊🏼” – წერია პოსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა

მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები, არამედ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე – მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს, სტატისტიკურადაც, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსხვავება არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის და აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.სარჯველაძის თქმით,  დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელებისას  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.„პაატა იმნაძემ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ნათლად ახსნა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება როდესაც ხდება, ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს. სტატისტიკურადაც კი, აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში არ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, მაგრამ რაიმე არასტანდარტული და არანორმალური არ ხდება. კვლავ ძალაშია ჩვენი მოწოდება – ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ თვითონ დაავადების გავრცელებაც არ ხდება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. კანზე უნდა იყოს ხანგრძლივი დროით შეხება, ასე ხსნიან სპეციალისტები. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტი არ არის ქსელში. ესეც მცდარი ინფორმაციაა. მედიკამენტი თავისუფლად ხელმისაწვდომია რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მუნთან მიმართებით განგაშის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები