ვოლსკი მხარს უჭერს მერიის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას და აცხადებს, რომ მოცემულ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა.
„ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება. ვფიქრობ, ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურების კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს.
გულწრფელად განვიცდი იმას, რომ მერიის ახალი გუნდისადმი ოპონირება არა საუკეთესო გადაწვეტილებების ძიებაზე, არამედ დაპირისპირებების შექმნაზეა ორიენტირებული. არც დღევანდელმა შესანიშნავმა პრეზენტაციამ ჩაიარა როყიო განცხადებებით პოზიტიურის გადაფარვის მცდელობის გარეშე. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაც მეტი იქნება ინიციატივები, უფრო აგრესიული გახდება უმცირესობაში დარჩენილთა აქტივობები. დარწმუნებული ვარ, კახის მეთაურობით მერიის პროფესიონალური გუნდი ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წამოძახილებისგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.